საფრანგეთს ნოლეც დაემშვიდობა

საფრანგეთს ნოლეც დაემშვიდობა

როლან გაროსზე სენსაციები გრძელდება. დანილ მედვედევისა და იანიკ სინერის შემდეგ ტურნირს ნოვაკ ჯოკოვიჩიც დაემშვიდობა. სერბი ჩოგბურთელი 1/16 ფინალში ბრაზილიელ ჟოაო ფონსეკასთან დამარცხდა – 6:4; 6:4; 3:6; 5:7; 5:7. მატჩი 4 საათსა და 57 წუთს გაგრძელდა და ჯოკოვიჩი გამარჯვებასთან ახლოს იყო. 39 წლის ჩოგბურთელმა საწყისი ორი სეტი მოიგო და თითქოს შემდეგ ეტაპზე გასვლა არ უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ ზედიზედ სამი დათმო…

ნოლე როლან გაროსის კორტებზე ამაზე ადრე ის მხოლოდ 2009 წელს, მეორე წრეში გავარდა;

ფონსეკა გახდა ყველაზე ახალგაზრდა, რომელმაც ჯოკოვიჩი გრანდ სლემიდან გააგდო. აქამდე ეს რეკორდი რაფაელ ნადალს ეკუთვნოდა – 2006 წლის უიმბლდონზე 20 წლის ასაკში მოუგო.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.