პარიზს ახალი მერი ჰყავს – სოციალისტი ემანუელ გრეგუარი. მან მუნიციპალურ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებიდან ერთ კვირაში გადაწყვიტა ხელი მოჰკიდოს რამდენიმე ისეთი საკითხის მოგვარებას, რომელსაც ქალაქის წინა თავი თვეობით უტრიალებდა. ერთ-ერთი ასეთ საკითხთაგანია „პარკ დე პრენსის’’ „პარი სენ ჟერმენისთვის’’ მიყიდვა ან არ-მიყიდვა. კლუბს სარბიელის შეძენა კარგა ხანია სურს, მაგრამ გრეგუარის წინამორბედი ან იდალგო ნაგებობას და ტერიტორიას, რომელზეც ეს ნაგებობა დგას, ვერ ელეოდა.
ახლა იდალგო მერიაში აღარ არის და ქალაქის ახალმა თავმა „პარიზიენისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში ასეთი რამ თქვა: „ორშაბათს დილით პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ დამირეკა. მე ამ ზარს სიხარულით შევხვდი’’.
როგორც ირკვევა გრეგუარი აპირებს მთელი „პარი სენ ჟერმენი’’ მერიაში დაპატიჟოს და ოფიციალურად უთხრას მადლობა ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის. ცხადია, იქ იქნება ალ-ხელაიფიც, თუმცა მერმა ასეც ბრძანა: „მე სავარაუდოდ წავალ პსჟ-ტულუზის ან პსჟ-ლივერპულის შეხვედრაზე და პრეზიდენტს იქ შევხვდები’’.
გრეგუარი: „მინდა კლუბთან ერთად უზრუნველვყო „პარი სენ ჟერმენის’’ მომავალი პარიზში (ანუ არა რომელიმე მოშორებულ გარეუბანში). ეს აპრილის შუაში ქალაქის საბჭოს რიგგარეშე ყრილობის ერთ-ერთი საკითხი იქნება’’.
მოსალოდნელია, რომ შემდეგი ნაბიჯი „პარკ დე პრენსის’’ ფასის განსაზღვრა და ვადების შეთანხმებაა.
„მე პსჟ-ს აქციონერებთან შევთანხმდი, რომ მოლაპარაკებებს ზაფხულის ბოლომდე დავასრულებთ. მინდა ზაფხულში პსჟ-თან შეთანხმებას მივაღწიო’’, – თქვა გრეგუარმა.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენის’’ ექსპერტები მასისა და პუასის მოშორებულ რაიონებში ახალი 65-80 ათასიანი სტადიონისა და სპორტულ-სავაჭრო-გასართობი ცენტრის აშენების დადებით და უარყოფით მხარეებსაც სწავლობენ, თუმცა მათი პრიორიტეტი რასაკვირველია „პარკ დე პრენსზე’’ დარჩენაა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/05/2026 | 10:33კონტემ მავნებლები ახსენა და გადადგა
მთავარი ამბავი25/05/2026 | 08:55არადა სამი წლის წინ კონფერენციის ლიგა მოიგო
სიახლეები25/05/2026 | 07:24…მთელს თამაშად ღირდა
სიახლეები21/05/2026 | 13:16შვიდიდან შვიდი
