კარლოს ალკარასმა ავსტრალიის ღია პირველობა პირველად მოიგო. გადამწტვეტ მატჩში ესპანელმა ამ ტურნირის 10-გზის გამარჯვებული სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი 2:6; 6:2: 6:3; 7:5 დაამარცხა.
პირველი სეტი ჯოკოვიჩმა წაიღო. კორტზე ძველი, დიდებული ნოვაკი იდგა, მაგრამ საქმეში ახალგაზრდული ენერგია და შემართება ჩაერთო და 22 წლის ესპანელმა 38 წლის სერბს სამი სეტი ზედიზედ მოუგო და მელბურნში პირველად იმარჯვა.
მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერს აქამდე მწვანე კონტინენტზე არ მოეგო. გარდა ამისა, ალკარასი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი, ვინაც „დიდი მუზარადი“ შეასრულა და უკვე ოთხივე ყველაზე პრესტიჟული ტურნირს გამარჯვებულია.
ჯამში ესპანელ ჩოგბურთელის ანგარიშზე უკვე შვიდი დიდი სლემის ტურნირია. ამ მხრივ ნოვაკ ჯოკოვიჩის მონაგარი დიდი მუზარადის 24 ტურნირია…

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი30/06/2026 | 22:55ბოლქვაძემ პირველი გაიარა
სიახლეები29/06/2026 | 15:20ლატვიასთან ლიდერების გარეშე
მთავარი ამბავი25/06/2026 | 22:58ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითადშია
სიახლეები25/06/2026 | 01:10უიმბლდონზე ბოლქვაძე დაგვრჩა
