საქართველოს მძიმე სტარტი

Home კატეგორიის გარეშე საქართველოს მძიმე სტარტი
საქართველოს მძიმე სტარტი

სერბეთში წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო და საქმეში საქართველოს ნაკრებიც ჩაერთო.

ათანასიოს კაჩიგიასის გუნდს მძიმე სტარტი გამოუვიდა და ჩვენი გუნდი საბერძნეთთან განადგურდა – 6:20.

პირველი პერიოდი ბერძნებმა 3:0 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენების წინ ანგარიში 12:2 იყო და, ცხადია, მატჩის ბედიც გადაწყვეტილი. შემდეგ უპირატესობა მხოლოდ მეტოქის სასარგებლოდ იცვლებოდა და ანგარიშიც.

საქართველოს ნაკრები 13 იანვარს ხორვატიას ეთამაშება, რომელმაც ტურნირი სლოვენიასთან (24:4) გამარჯვებით დაიწყო.

შეიძლება იყოს ცურავენ გამოსახულება

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.