„პარი სენ ჟერმენმა’’ 2026 წელი ისევე დაიწყო, როგორც დაასრულა 2025: ტიტული მოიგო. რთულ დაპირისპირებაში ლუის ენრიკეს გუნდმა „მარსელს’’ პენალტებით 4:1 აჯობა. მანამდე შეხვედრა დრამატული სცენარით წარიმართა და 2:2 დასრულდა. საინტერესოა, რომ ეს იყო მესამე ჯილდო, რომელიც პსჟ-მ ბოლო ნახევარ წელიწადში თერთმეტმეტრიანების სერიით მოიგო: ევროპის სუპერთასი („ტოტენჰემის’’ წინააღმდეგ), საკონტინენტთაშორისო თასი („ფლამენგოს’’ წინააღმდეგ) და საფრანგეთის სუპერთასი.
თამაშს ფრანგულმა საიტმა Maxifoot-მა 10-დან 9 ქულა დაუწერა. მან თქვა, რომ ეს იყო ამაღელვებელი „ლე კლასიკი’’, რომლის დიაგრამა ამაღლებებისა და ჩავარდნების მიმდევრობისგან შედგებოდა. პარიზელები პერიოდულად დომინირებდნენ, მარსელელებმა კი უტეხი სული გამოამჟღავნეს.
ანგარიში ოსმან დემბელემ მე-13 წუთზე ოსტატურად გახსნა, რაც „მარსელის’’ დაცვის ბრალი იყო, რომელიც მეტოქის მაღალმა პრესინგმა დააბნია.
76-ე წუთზე მეისონ გრინვუდმა პიერ-ემერიკ ობამეიანგის კარგი პასით ისარგებლა, ლუკა შევალიესთან პირისპირ შევარდა და პენალტზე ითამაშა, რამაც შედეგი მოუტანა. ინგლისელმა თავად გაიტანა თერთმეტმეტრიანი.
97-ე წუთზე ჰამედ ჟუნიორ ტრაორემ, რომელიც ერთხანს „ნაპოლიში’’ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი იყო, მარცხნიდან შეუტია და ობამეიანგისთვის განკუთვნილი გამჭოლი პასით ვილიან პაჩოს თავის კარში შეაგდებინა.
90+5 წუთზე კი როდესაც შეხვედრა უკვე ყველას დამთავრებული ეგონა, ვიტინიამ ჩინებული პასი მიაწოდა კვარაცხელიას ნაცვლად 72-ე წუთზე შესულ ბრედლი ბარკოლას, რომელმაც თავით 89-ე წუთზე შესულ გონსალო რამუშს გადაუმისამართა და პორტუგალიელმა გაქვითა.
პენალტების გმირი კი უდავოდ ლუკა შევალიე გახლდათ, რომელმაც მანამდე მთელი შეხვედრა ბრწყინვალედ ჩაატარა თუ იმ ერთ ეპიზოდს არ გავიხსენებთ, რომელსაც გრინვუდის მიერ მოპოვებული პენალტი მოჰყვა.
ხსენებულმა Maxifoot-მა კვარაცხელიას, დეზირე დუესა და ფაბიან რუისს ყველაზე დაბალი ქულა, 5.5 დაუწერა.
„შეხვედრაში, რომელიც დიდ ძალისხმევას ითხოვდა ქართველმა გარემარბმა დაცვაში აქტიურად ითამაშა და მცდელობაც არ დააკლო, მაგრამ შეტევაში, მოედნის ბოლო მესამედში სიმწვავე და სწორი გადაწყვეტილებები აკლდა. არადა, თავის ფლანგზე რამდენიმე ისეთი მომენტი ჰქონდა, რომლის სახიფათოდ განვითარებაც შეიძლებოდა. ის 72-ე წუთზე შეცვალა ბრედლი ბარკოლამ (7 ქულა), რომელმაც გონსალო რამუშს საგოლე პასი მისცა და შეხვედრის მიწურულს გადამწყვეტი როლი ითამაშა’’, ― დაწერა Maxifoot-მა.
Footmercato-მ ქართველს 5 ქულა დაუწერა. ამ პორტალმა მასზე ნაკლებად შეაფასა მხოლოდ დეზირე დუე და ფაბიან რუისი, ხოლო მარკინიოსს იგივე დაუწერა.
Footmercato: „ქართველმა თამაში ძალიან იმედისმომცემად დაიწყო, გოლის გატანის პირველი მცდელობა მე-2 წუთზე ჰქონდა. პერიოდულად პავარს და ბალერდის ტანჯავდა (20 და 49 წუთი). მნიშვნელოვანი იყო მისი მოქმედება დაცვაში, თუმც მას შეხვედრების შერჩევასა და ამის მიხედვით მონდომებაში სდებენ ხოლმე ბრალს. სამწუხაროდ, დროის მსვლელობასთან ერთად ქართველმა მოუკლო, არადა რამდენიმე ნათელი ეპიზოდი ჰქონდა. მას სიზუსტე დააკლდა, რაც 52-ე წუთზე შესრულებულ ჩაწოდებაზე დაეტყო და თანდათანობით სულ მეტად უთმობდა მეტოქეებს ფიზიკურად. 72-ე წუთზე კვარაცხელია ბარკოლამ შეცვალა, რომელმაც ბევრი ვერაფერი შემოგვთავაზა სანამ ვიტინიას პასის შემდეგ რამუშს ბურთი თავით დაუგდო და გოლი გაატანინა’’.
fleshscore – 7.1; sofascore – 7.3; fotmob – 7.5.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
