NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და სანდრო მამუკელაშვილისაც კარგი თამაში ჰქონდა. ჩვენებურის „ტორონტომ“ სტუმრად „ინდიანა პეისერსს“ 129:111 მოუგო.
მამუკელაშვილმა პარკეტზე 22:09 წუთი გაატარა და ამ დროში მისი მონაგარი 12 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო. სანდრომ ექვსიდან ოთხი ორქულიანი, სამიდან ერთი სამქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. მისი ყოფნის დრო კანადელებმა მეტოქეზე 14 ქულით მეტი ჩააგდეს, რაც გუნდში მეოთხე მაჩვენებელი გამოდგა. „ტორონტოს“ ბოლო პერიოდში კარგი სერია დაუგროვდა და სადღეისოდ, რვა მოგებითა და ხუთი მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილამდე დაწინაურდა.
„ტორონტო“ მომდევნო მატჩს „შარლოტთან“ გამართავს.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
სიახლეები27/05/2026 | 22:32ამჯერად უკვე 21…
