„პარი სენ ჟერმენის’’ ნახევარმცველი ჟოაო ნევეში მართალია მხოლოდ 21 წლისაა, მაგრამ უკვე გამოჩენილი ფიგურაა. მოედანზე რომ სამაგალითოა ამაზე აღარაფერს ვამბობთ, ის პორტუგალიელი ახალგაზრდებისთვისაც გამორჩეული ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კამპანიაში, რომელიც ემიგრაციაში მცხოვრებ პორტუგალიელებს 2016 წლის 18 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, ნევეშს ერთ-ერთი მთავარი როლის შესრულება სთხოვა.
სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც პსჟ-ს ნახევარმცველი და მისი შეყვარებული მსახიობი მადალენა არაგაო მონაწილეობენ. ისინი პარიზში სკამზე სხედან და მოახლოებულ არჩევნებზე ლაპარაკობენ.
„პირადობაზე დატანილი ჩემი ახალი მისამართის წყალობით ხმის მიცემა აქაც შემიძლია’’, ― ამბობს ნახევარმცველი და შეყვარებულს ნაბიჯ-ნაბიჯ უხსნის რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
