რას ნიშნავდა კვარას ჟესტი?

Home კატეგორიის გარეშე რას ნიშნავდა კვარას ჟესტი?
რას ნიშნავდა კვარას ჟესტი?

Khvicha Kvaratskhelia of Paris Saint-Germain celebrates 1-3 during the UEFA Champions League match between Bayer 04 Leverkusen and Paris...„პარიზიენი’’ თავის მკითხველს მოუთხრობს, რომ ხვიჩა კვარაცხელია NBA-ს დიდი ფანია. ის პრესტიჟული ამერიკული ლიგის თამაშებს უყურებს და კალათბურთის ვარსკვლავებისგან ზეიმის ვარიანტებს სესხულობს.  გასული წლის თებერვალში ქართველმა სტეფ კარის ჟესტი გამოიყენა, როდესაც ხელები ლოყაზე მიიდო, ძილის სცენა გაითამაშა. კარიმ ასე პარიზში, 2024 წლის ოლიმპიადის ფინალში, საფრანგეთთან შეხვედრის დროსაც იზეიმა.

სამშაბათს, „ლევერკუზენთან’’ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში კი „ნაპოლის’’ ყოფილმა გარემარბმა ახალი სანახაობა მოაწყო. პარიზელთა მესამე გოლის შემდეგ, რომელშიც გაზეთის აზრით მას იღბალმა შეუწყო ხელი, რადგან ბურთი სანამ ხაზს გადაკვეთდა ორივე ძელს მოხვდა, კვარაცხელიამ დ’ანჯელო რასელის ჟესტი გაიმეორა. ეს ჟესტი ნიშნავს: მე ძარღვებში ყინული მაქვს. სხვა სიტყვებით, სპორტსმენი თავის ცივსისხლიანობაზე მიუთითებს.

დ’ანჯელო რასელი 29 წლის „დალას მავერიკსის’’ „პოინტ გარდია’’ ანუ გამთამაშებელი, პირველი ნომერი. „ცივსისხლიანი მსროლელის’’ ჟესტი პირველმა სწორედ მან შემოიღო, შემდეგ კი ის ბევრმა კალათბურთელმაც გაიმეორა. კვარაცხელიასაც სწორედ იმის თქმა უნდოდა, რომ როდესაც კარში დარტყმის მეორე შესაძლებლობა მიეცა, მომენტით უყოყმანოდ ისარგებლა და თამაში „პარი სენ ჟერმენის’’ სასარგებლოდ გადგარდატეხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 შეხვედრაში 5 გოლში მიიღო მონაწილეობა: 3 გაიტანა და 2 საგოლე პასი გადააწოდა. მან ამ შეჯიბრების ბოლო 3 შეხვედრიდან ყველაში გაიტანა გოლი.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.