რა ცოტა ჰყოფნით ადამიანებს, თვით „ლივერპულის’’ გულშემატკივრებსაც კი. „საუთჰემპტონთან’’ ლიგის თასზე ჩატარებული პირველი ოფიციალური შეხვედრის შემდეგ გიორგი მამარდაშვილმა ინსტაგრამზე დაწერა: „პირველი ოფიციალური თამაში „ლივერპულში’’. განსაკუთრებული დღეა ჩემთვის და უდიდესი პატივია ამ მაისურის ტარება. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის’’. ქართველი მეკარის ეს სიტყვები „ლივერპულთან’’ დაკავშირებულ ბევრ პორტალზე დიდი კმაყოფილებით გადაბეჭდეს.
შეხვედრა მამარდაშვილმა მართლაც ჩინებულად ჩაატარა. ის ლივერპულელთა საყვარელი მეკარის ალისონ ბეკერის ნაცვლად იდგა კარში. მწვრთნელმა არნე სლოტმა ალისონი ამ სათასო შეხვედრაში დაასვენა.
მატჩის შემდეგ სლოტმა თქვა: „ეს ჩვენი საუკეთესო თამაში არ იყო, რაც მოსალოდნელიც გახლდათ. როდესაც მთლიანად შეცვლილი შემადგენლობით თამაშობ, საუკეთესო ფეხბურთს ვერ აჩვენებ. მოედანზე გვყავდა ბევრი ფეხბურთელი, რომელთაც დიდი ხანია პრაქტიკა არ ჰქონიათ. თუმცა, იყო პოზიტივიც: კარგად ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა, კარგი თამაში ჰქონდათ ფედერიკო კიეზასა და ჯოვანი ლეონის. ალექსანდერ ისაკმა პირველი გოლი გაიტანა, კვლავ შეაგდო უგო ეკიტიკემ’’.
და როგორი რეაქცია ჰქონდა ამ შეხვედრის შემდეგ ალისონ ბეკერს? მას კიეზას თამაში მოეწონა. ბრაზილიელმა ინსტაგრამზე იტალიელის ფოტო დადო და მიაწერა: „რა მაგარი ფეხბურთელია!’’
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
