ლიგა 1-ის მესამე ტურში, ტულუზში, „პარი სენ ჟერმენმა’’ სპექტაკლი დადგა — 6:3 მოიგო. სანახაობა უპირველეს ყოვლისა ჟოაო ნევეშმა მოაწყო. მან ჰეთ-თრიკი შეასრულა. პორტუგალიელმა პირველი ორი გოლი მაკრატელა დარტყმით გაიტანა, მესამე კი ასევე ძალიან ლამაზად, საჯარომო მოედნის გარედან. ნევეშის გარდა თავი გამოიჩინა ოსმან დემბელემ, რომელმაც ორი პენალტი შეაგდო. ერთი გოლიც ბრედლი ბარკოლასი გახლდათ. ამ შეხვედრაში ორჯერ დარტყმული ერთი თერთმეტმეტრიანი პარიზელთა ახალმა მეკარემ ლუკა შევალიემ ორივეჯერ მოიგერია.
ხვიჩა კვარაცხელია თავიდან სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ის მოედანზე 63-ე წუთზე დეზირე დუეს ნაცვლად შევიდა. Flashscore-მა ქართველ გარემარბს 6.4 დაუწერა, sofascore-მა 6.6, ხოლო whoscored-მა ― 6.1.
მატჩის შემდეგ პარიზელთა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კითხვაზე ცხრავე გოლი თუ მოეწონა, ასე უპასუხა:
„სტადიონზე საუცხოო, დადებითი გარემო იყო. ჩვენ 6:1-ს ვიგებდით, გულშემატკივრები კი მღეროდნენ და თავიანთ გუნდს, „ტულუზს’’ ედგნენ მხარში. მეტოქეს შეტევა სურდა, ჩვენ კი ბურთის კონტროლი შევძელით. მატჩის ბოლოს ორი გოლის გაშვება საწყენი იყო, მაგრამ მეტოქესაც ჰქონდა თავისი ძლიერი მხარეები. ზოგადად შეხვედრა უფრო სეზონისწინას ჰგავდა ვიდრე ოფიციალურს’’.
ჟოაო ნევეშის ჰეთ თრიქი როგორ აღიქვით?
„რაც „პარი სენ ჟერმენშია’’ ასეთი რამ არ გაუკეთებია. მგონი არც მანამდე. აქ საქმე მარტო სამი გოლის გატანა კი არ არის, არამედ ის, თუ როგორ გააკეთა ეს. იმედი მაქვს, რომ მას საკუთარი თავის რწმენა მოემატება და კიდევ ბევრს შეაგდებს. ის ხომ ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და ვარჯიშებზე ვხედავთ, რომ ბომბარდირის თვისებებს ამჟღავნებს’’.
შევალიეს პენალტების მოგერიებაზე ავარჯიშებთ?
ბოლო კვირების განმავლობაში მე მისი ძლიერი ხასიათი დავინახე. პსჟ-ს კარში დგომა ძნელია. მატჩის შემდეგ გასახდელში რომ შემოვიდა უხასიათოდ იყო, რადგან სამი გოლი გაუშვა, მაგრამ მე მისი ხასიათი და თამაში ძალიან მომწონს’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
