„სენტ ეტიენს’’ ხვალ „ბულონთან’’ სტუმრად აქვს საფრანგეთის ლიგა 2-ის მესამე ტურის შეხვედრა. მანამდე კი ფრანგული პრესა „მწვანეების’’ კლუბში შექმნილ ვითარებას შეგვახსენებს, სადაც ყველაზე რთულად კვლავ ზურიკო დავითაშვილისა და ლუკა სტასენის საქმეა.
სატრანსფერო ბაზრის გახსნის დღიდან „სენტ ეტიენმა’’ 25 მილიონი ევრო დახარჯა. კლუბის ამოცანა ლიგა 1-ში დაუყოვნებლივი დაბრუნებაა. საყოველთაო აზრით ერიკ ჰორნელანდს საფრანგეთის მეორე ლიგაში ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, თუმცა ყიდვა-გაყიდვის სეზონი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და ამდენად შემადგენლობა შეიძლება შესუსტდეს კიდეც. თავად „სენტ ეტიენს’’ დილან ბატუბინსიკას, ივან მასონისა და ბენჟამენ ბუშუარის გაყიდვა სურს.
რაც შეეხებათ ზემოხსენებულ დავითაშვილსა და სტასენს, მათ ივლისის შემდეგ წასვლა სურთ, მიაჩნიათ, რომ მათი ადგილი ლიგა 2-ში არ არის. მოგეხსენებათ, ერთ წელიწადში მსოფლიოს ჩემპიონატია და ფრანგული მედია ვარაუდობს, რომ როგორც ბელგიელს ასევე ქართველს თავიანთ ნაკრებებში მოხვედრისა და ამ შეჯიბრებაში მონაწილეობის ეიმედებათ. თუმცა, „მწვანეებთან’’ დაკავშირებული საიტები წერენ, რომ სადღეისოდ ამ ორი ფეხბურთელის მყიდველი არ გამოჩენილა.
ამის მიუხედავად კლუბი არ გამორიცხავს, რომ აგვისტოს დარჩენილ დღეებში სტასენისა და დავითაშვილის თაობაზე ჯერ კიდევ მიიღებს ოფიციალურ წინადადებას. სხვა საქმეა, რომ ჰორნელანდს ეს არ უნდა. მწვრთნელს სურს, ორი საუკეთესო თავდამსხმელი მის განკარგულებაში დარჩეს. და მაინც, იმ შემთხვევაში თუ ბელგიელი და ქართველი წავლენ, ითვლება, რომ კლუბმა თადარიგი დაიჭირა და ირვინ კარდონა და ჟოშუა დუფუსი შეიძინა, რომლებმაც ბოლო ტურში „როდეზის’’ კარში გოლები გაიტანეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები01/07/2026 | 11:55მბაპე ბომბარდირთა შორის ლიდერობს
მთავარი ამბავი01/07/2026 | 09:09იბრაჰიმოვიჩი: საფრანგეთის შემაშინებელია
მთავარი ამბავი30/06/2026 | 09:45ორი გრანდი პენალტებით გავარდა
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 09:34კაცი ძეგლი კონგოდან
