ოფიციალურად გამოცხადდა: მეკარე ლუკა შევალიე „პარი სენ ჟერმენის’’ ფეხბურთელია. 23 წლის მოთამაშემ საფრანგეთის ჩემპიონთან, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთან და კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ტრანსფერი შაბათს, 9 აგვისტოს დადასტურდა. შევალიეს ყოფილი კლუბი „ლილი’’ დაახლოებით 40 მილიონ ევროს და მომავალში შესაძლოა დამატებით 15 მილიონსაც მიიღებს.
შევალიე „ლილში’’ 2021 წლიდან თამაშობდა. მან ამ გუნდის შემადგენლობაში 127 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. იყო პერიოდი, როდესაც მან ერთი სეზონი „ვალანსიენში’’ გაატარა. მეკარეს შევალიეს დემშამი საფრანგეთის ნაკრებში იძახებს, მაგრამ ჯერჯერობით „ლურჯებში’’ ერთხელაც არ უთამაშია.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენის’’ მთავარი მეკარე იტალიელი ჯანლუიჯი დონარუმაა, მაგრამ მისი მომავალი გაურკვეველია. დონარუმამ პარიზელებთან ახალ კონტრაქტზე ვერ მოილაპარაკა, მხარეები ხელფასზე ვერ შეთანხმდნენ. ის შესაძლოა სხვაგან გადავიდეს და ასეთ შემთხვევაში გუნდის კარს შევალიე დააიცავს.
„მე ის ბიჭი ვარ, რომელიც ოცნებებს მისდევს, ― დაწერა შევალიემ სოციალურ ქსელში, ― ბავშვობიდან მინდოდა უმაღლეს დონეზე თამაში. მადლობა პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის, ლუის კამპოსსა და მწვრთნელ ლუის ენრიკეს, აგრეთვე ყველას, ვინც „პარი სენ ჟერმენში’’ გადამიყვანა. აქ ყოფნა დიდი სიამოვნებაა. პსჟ-ს მაისური დიდი სიყვარულით მეცმება და ამბიციებით ვითამაშებ’’.
ალ-ხელაიფიმ თავის მხრივ შევალიეს ტრანსფერს ფანტასტიკური უწოდა და განაცხადა, რომ „პარი სენ ჟერმენი’’ ხანგრძლივი პროექტის განხორციელებას, რომლის საფუძველიც გუნდურობაა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი08/06/2026 | 09:28ფლორენტინო: წინ ბევრი ისტორიული მოვლენაა!
აქეთურ-იქითური08/06/2026 | 07:36კამავინგა ნაკრებში არ წაიყვანეს? ჰარვარდში წავიდა
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 09:56ფაბრეგასი: იტალიაში ხანდახან ვერ ხვდები რა ხდება მოედანზე
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 08:37ადამიანის უფლებების მხრივ ყველგან წითელი ანთია!
