ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch შიშობს, რომ მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდი დარღვევებია მოსალოდნელი. საინტერესოა, რომ ეს ორგანიზაცია რომელიც ხალხს აფრთხილებს, რომ აშშ-ში შეიძლება ადამიანის უფლებები დაირღვეს, აშშ-ში, ნიუ იორკში მდებარეობს. რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, ის ერთდროულად სამ ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში 11 ივნისს იწყება.
ორგანიზაციის გლობალურ ინიციატივათა დირექტორმა მინკი უორდენმა გაზეთ „ლიბერასიონისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა: „ფიფა დონალდ ტრამპს ისე ენდობოდა და იმდენად მშვიდად იყო, რომ შედეგად სავალალო რამ მივიღეთ – მსოფლიოს ჩემპიონატი ყველასთვის აღარ არის. ჩვენს თვალწინ სპორტს ადამიანების უფლებათა შეზღუდვისთვის იყენებენ. განგაშის ყველა სიგნალი წითელს ანთებს“.
უორდენი თავად ამერიკელია, ადვოკატი. ის ამბობს: „თავდაპირველი ჩანაფიქრის თანახმად მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა ამერიკის გაერთიანებას და ემიგრაციის ზეიმს უნდა მომსახურებოდა. ეს დიდი დანაკარგია, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის სილამაზე ისტორიულად ნაირფეროვნებაში, მოთამაშეებსა და უსახელო გმირებშია. ტრამპმა და ინფანტინომ კი ეს ყველაფერი მეთოდურად დაშალეს. ამაში დიდწილად ჩარეულია აშშ-ს საემიგრაციო და საბაჟო სამსახურიც. მისი დირექტორი ამტკიცებს, რომ არავის ენდობა და მკაცრად გააკონტროლებს ბილეთების ავთენტურობას. საემიგრაციო და საბაჟო სამსახურის სამსახურის ხსენებაზე ზეიმი არავის ახსენდება. მასზე გვაგონდება მშობლებისგან მოწყვეტილი ბავშვების ტირილი. სტადიონებზე ასეთი შეიარაღებული ძალების შეყვანა ლათინოამერიკული საზოგადოებისა და უცხოელებისთვის შიშის ატმოსფეროს შექმნის“.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
