ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლანჩუთის „გურია“ კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში ჩრდილოეთ ირლანდიურ „კლიფტონვილს“ ეთამაშა, 2:1 მოუგო და შემდეგე ეტაპზე გავიდა.
ფავორიტებად ჩრდილოირალნდიელები მიიჩნეოდნენ, მაგრამ გურულებს მსგავსი ფაქტორები ნაკლებად აღელვებთ. ანანო წიქარიძისა და ეთერ სულაშვილის გოლები მეორე ტაიმის ორწუთიან მონაკვეთში გავიდა და ლანჩხუთელებმა გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.
მართალია, მეტოქემ ბოლოს სხვაობის შემცირება მოახერხა, მაგრამ მეტისთვის არც დრო ეყო, არც ძალა და ამის გაკეთების საშუალება არც გურულებმა მისცეს.
27 აგვისტოს გურია უკრაინულ „ვორსკლას“ გაეჯიბრება…
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
