„ბარსელონა’’ 2025-26 წლების სეზონს ორ კვირაში იწყებს, მაგრამ კიდევ არ იცის სად ითამაშებს პირველ საშინაო შეხვედრას, განახლებულ „კამპ ნოუზე’’, თუ სხვაგან. აქვე ვთქვათ, რომ სპონსორული გარიგების გამო „კამპ ნოუს’’ 2026 წლამდე „სპოტიფაი კამპ ნოუ’’ ერქმევა. სპოტიფაი არის მუსიკის, პოდკასტების და ვიდეო სტრიმინგის პლატფორმა რომელიც საშუალებას იძლევა ინტერნეტში მოუსმინოთ მილიონობით სიმღერას, პოდკასტს და სხვა აუდიომასალას.
ლა ლიგის ახალ სეზონში „ბარსას’’ პირველი შეხვედრა შინ „ვალენსიასთან’’ 14 სექტემბერს უწევს. შეიძლება გეუცნაუროთ, მაგრამ პირველ სამ ტურში კატალონიელები სტუმრად თამაშობენ „მალიორკასთან’’, „ლევანტესა’’ და „რაიო ვალეკანოსთან’’. ესპანეთის ჩემპიონს სურს ამ შეხვედრას გეგმის თანახმად ახალ სარბიელზე უმასპინძლოს, მაგრამ სტადიონი უკვე მერამდენედ არ არის მზად დანიშნული დღისთვის.
ერთი ხნის წინ „ბლაუგრანა’’ „კამპ ნოუზე’’ დაბრუნებას „ჟოან გამპერის’’ ტრადიციული თასისთვის აპირებდა, მაგრამ იძულებული გახდა გეგმა შეეცვალა.
თუ „ბარსა’’ „ვალენსიას’’ განახლებულ „კამპ ნოუზე’’ ვერ უმასპინძლებს, სათადარიგო სარბიელად „იოჰან კრუიფის’’ სახელობის სტადიონი აქვს ჩანიშნული, მაგრამ ლა ლიგის კანონების თანახმად ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრა მხოლოდ პირველი ან მეორე კატეგორიის სტადიონებზე შეიძლება ჩატარდეს, „ესტადი იოჰან კრუიფი’’ კი მესამე კატეგორიისაა. იქ მხოლოდ 6000 ათასი მაყურებელი ეტევა და მართალია ტევადობის გაზრდა შეიძლება, ეს „ბარსას’’ გეგმებში არ შედის.
გამოდის, რომ ჰანსი ფლიკის გუნდი ისევ „მონჟუიკს’’ უნდა დაუბრუნდნენ, სადაც ბოლო ორი სეზონის განმავლობაში თამაშობდა. ამ სტადიონზე „ვალენსიასთან” თამაშამდე ერთი კვირით ადრე ამერიკელი რეპერის პოსტ მელოუნის კონცერტია დაგეგმილი, თუმცა სცენის აღება და ნაგებობის ფეხბურთის მატჩისთვის მომზადება ცხადია მოესწრება.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა’’ „კამპ ნოუზე’’ დაბრუნებას ჯერ კიდევ 2024 წლის ნოემბერში გეგმავდა, მაგრამ აგერ, 11 თვით გადაედო. კლუბის დღევანდელი ფინანსური კლიმატის გათვალისწინებით ეს შეიძლება ცუდის ნიშნად ჩაითვალოს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
