ციმიკასისა და მამარდას ერთობლივი დაბნეულობა

Home აქეთურ-იქითური ციმიკასისა და მამარდას ერთობლივი დაბნეულობა
ციმიკასისა და მამარდას ერთობლივი დაბნეულობა

„ლივერპულმა’’ ორმატჩიანი აზიური ტურნეს პირველი შეხვედრა „მილანთან’’ 2:4 წააგო. თავიდან „წითლები’’ ჩამორჩნენ, ანგარიში რაფა ლეაომ გახსნა, მაგრამ დომინიკ სობოსლაიმ გაათანაბრა. შანხაის „კაი ტაკ სთედიუმზე’’ გამართული სპარინგის პირველი ტაიმი ასეც დასრულდა. შესვენების მერე „როსონერიმ’’ მწვავე კონტრშეტევები ჩაატარა და რუბენ ლოფტუს-ჩიკისა და ნოა ოკაფორის გოლების წყალობით 3:1 დაწინაურდა. მოგვიანებით კოდი გაკპომ პრემიერლიგის ჩემპიონთა თავმოყვარეობის დასაკამყოფილებლად თავურით შეამცირა სხვაობა, მაგრამ ბოლოწამს დაცვის ცენტრში მოთამაშე კოსტას ციმიკასმა და მერსისაიდელთა ახალმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ერთმანეთს ვერ გაუგეს, რამაც შეხვედრის ბოლო წერტილი მაინც „მილანს’’ დაასმევინა.

გავლენიანმა გამოცემამ liverpoolecho-მ ციმიკასიცა და მამარდაშვილიც 4 ქულით შეაფასა. 29 წლის ციმიკასზე, რომლისთვისაც ცენტრალური მცველობა ბუნებრივი პოზიცია არ არის, გამოცემამ ასე დაწერა:

„დაცვის ცენტრში თამაში მისთვის ბუნებრივი არ არის. ციმიკასმა უბრალოდ ნახვრეტი შეავსო, მაგრამ პასი, რომელიც ბოლოწამს მამარდაშვილს მიაწოდა არ ვარგოდა, რამაც მეოთხე გოლი გამოიწვია’’.

ქართველი მეკარის შესახებ კი liverpoolecho-მ ასე დაწერა: „პირველ ორ გოლს ვერაფერს მოუხერხებდა. სხვამხრივ საქმე არც ჰქონია. ეს იმით იყო განპირობებული, რომ „მილანმა’’ ეპიზოდურ კონტრშეტევებზე ააგო თამაში. მეოთხე გოლის დროს საშინელი მომენტი ჰქონდა’’.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.