დაუსრულებლად გრძელდება ლაპარაკი „ლიონის’’ ფინანსური პრობლემების შესახებ. ბევრი გუნდი ცდილობს ისარგებლოს შექმნილი მდგომარეობით და მოთაფლოს ფრანგული კლუბი, რათა მისი ფეხბურთელები შეიძინოს. საქმე ასეა: ბრაზილიელი მეკარე ლუკას პერი „ლიდსში’’ მიდის, ბელგიელი გარემარბი მალიკ ფოფანა და ცენტრალური ნახევამცველი კორენტენ ტოლისო „ლივერპულისა’’ და „ბაიერნის’’ სამიზნეები არიან და როგორც foot01 წერს, დარჩენის გარანტია ჟორჟ მიქაუტაძესაც კი არ აქვს. ბოლო ინფორმაციით ქართველი თავდამსხმელის შეძენა არც მეტი-არც ნაკლები „მილანს’’ მოუნდა.
2000-იან წლებში „ლიონს’’ ლიგა 1-ს კაციჭამიას უწოდებდნენ, რადგან ის დომინირებდა როგორც სპორტული ასევე ფინასური თვალსაზრისით. 2002-დან 2008 წლამდე „გონები’’ შვიდჯერ გახდნენ საფრანგეთის ჩემპიონები. მას შემდეგ გავიდა დაახლოებით 20 წელიწადი და ყველაფერი შეიცვალა. რონისპირელები სატრანსფერო ბაზარზე მდიდარი კლუბებისთვის იოლ ლუკმად იქცნენ.
და აი, ბოლო ცნობა: ახალი თავდამსხმელი სჭირდება „მილანს’’, რომელსაც თვალში მიქაუტაძე მოუდის და არ დავიწყებია, რომ „ლიონს’’ მისი 20 წლის მეკარე ლორენცო ტორიანი მოსწონს. პორტალმა Spazio Milan-ის ინფორმაციით იტალიელებმა გადაწყვიტეს ფრანგებს ფეხბურთელების გაცვლა და ფულის დამატება შესთავაზონ.
ადრეც გვითქვამს, რომ „ლიონი’’ მიქაუტაძეს 25-30 მილიონ დოლარს აფასებს, მაგრამ რაკი პერის ჰყიდის ანუ ახალი მეკარე სჭირდება, შეიძლება მილანელთა შეთავაზებას დათანხმდეს.
მაგრამ აწყობს კი „ლიონს’’ მიქაუტაძის ფეხბურთელში გაცვლა? ამბობენ, რომ თუ კლუბი ქართველს შეელევა, მხოლოდ ისეთ ფულად, რომელიც ბანკში ანგარიშს შეუვსებს.
