ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონია!

Home კატეგორიის გარეშე ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონია!
ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონია!

თბილისში მიმდინარე მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენმა იმედმა სანდრო ბაზაძემ ფინალში ფრანგ ჟან ფილიპ პატრისს 15:9 აჯობა და პლანეტის საუკეთესო მოფარიკავე გახდა!

ჩვენიანს აქამდე ამ ტურნირზე ვერცხლი და ბრინჯაო ჰქონდა აღებული და ახლა ეს კოლექცია ოქროთი შეავსო.

ბაზაძემ ფინალამდე უფრო რთული ბრძოლები გადაიტანა: ჯერ ვილიამ მორილი 15:10 დაამარცხა; შემდეგ ერთმანეთს ეგპიტელები მიაყოლა: მოჰამედ ამერს 15:11 მოუგო; ზიად ელსისს 15:13 აჯობა; აჰმედ ჰეშამი კი 15:10 დაამარცხა და დამსახურებული ოქროც ირგუნა…

სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის გამარჯვებულია! - adjarabet arena

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...