9 ივლისს, 22:30-ზე იტალიის ქალაქ კალვიზანოს სტადიონ „სან მიკელეზე“ დაიწყება საქართველოს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრების დასკვნითი მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე.
ლადო კილასონიას გუნდის მეტოქე იტალიის ნაკრებია – ტურნირის მასპინძელი და ჩვენს ჯგუფში მესამე ადგილზე მყოფი. იტალიელებს 4 ქულა აქვთ – ირლანდიელი თანატოლების 18:16 ძლევისთვის. საქართველოს 20-წლემდელებმა კი თავისი 2 ქულა ხსენებულ ირლანდიელებთან 28:35 მარცხში შემტევი და დაცვითი ბონუსებით აქვს მოპოვებული. ორივე გუნდმა ასევე ახალი ზელანდიის U20-თანაც ითამაშა. იტალიელებმა 5:14 წააგეს, ქართველებმა – 19:38.
ჰოდა გამოდის, რომ ორივე მხარისთვის 9 ივლისის მატჩს ეგზისტენციური მნიშვნელობა აქვს. თუკი ირლანდია ზელანდიელებთან უბონუსოდ წააგებს, ხოლო საქართველო იტალიას ბონუსით მოუგებს, ჩვენი გუნდი სულაც მეორე ადგილზე გავა, ოღონდაც ეს ვერანაირად იქნება საუკეთესო მეორეადგილოსნისთვის საკმარისი შედეგი, ასე რომ, საქართველო საჩემპიონო პლეი-ოფში გასვლას ვერ შეძლებს. არსებობს შანსი მე-5 ადგილისთვის ბრძოლაში ჩაბმისა, უარეს შემთხვევაში კი უმცროსი ბორჯღალოსნები მე-9 ადგილისთვის პლეი-ოფზე გადაერთვებიან.
ისე, ისტორიულად, იტალია ამ დონეზე უმცროსი ბორჯღალოსნების საკბილო ნამდვილადაა. სხვა თუ არაფერი, მსოფლიო ჩემპიონატის ეგიდით ამ გუნდების 5 შეხვედრიდან 4 ქართველთა გამარჯვებით დასრულდა, მათ შორის 2 – შარშანდელ ტურნირზე (ჯგუფში და პლეი-ოფში). ოღონდ გასათვალისწინებელია, რომ წლეულს იტალიელები შინ თამაშობენ და 20-წლემდელთა ბოლო 6 ერზე მათ 10 ქულით მე-4 ადგილი დაიკავეს და უკან შოტლანდია და ირლანდია მოიტოვეს.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა იტალიის U20-თან მატჩში:
1. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. მათე ღურწკაია (კასტრი), 4. თემურ წულუკიძე (ოიონაქსი), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგ-92), 6. გიორგი არძენაძე (ბათუმი), 7. ანდრო დვალი (კაპიტანი, პერპინიანი), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი), 9. გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი), 10. გიგი სირბილაძე (ოიონაქსი), 11. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 12. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 13. სანდრო მესხიძე (არმია), 14. ლუკა კეშელავა (არმია), 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი).
მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი), 18. გიორგი მესხიძე (პერპინიანი), 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), 20. დავით ბარამია (ტულონი), 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. დათა ახვლედიანი (ლელო), 23. ნიკა აბესაძე (ლელო).
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 14:29მესამე ცდა დრაკონებთან
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 15:46ვიწყებთ უელსით
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 22:51ბრონკანის პირველი რაზმი
სიახლეები21/06/2026 | 22:19ვიცე-ჩემპიონი ბაჩუკი
