თბილისის „დინამოს“ ცენტრალური მცველი, ალექსანდრე კალანდაძე კარიერას პლოცკის „ვისლაში“ გააგრძელებს – პოლონური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა ტრანსფერო ოფიციალურად დაადასტრურა.
„ვისლამ“ გასულ სეზონში წარმატებით ითამაშა პოლონეთის პირველ დივიზიონში, ექტრაკლასას საგზური მოიპოვა და ახალი სეზონიდან პოლონეთის ჩემპიონატის მთავარ ლიგაში ითამაშებს.
კალანდაძემ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, მისი კიდევ ერთი წლით გაგრძელების ოფციით.

24 წლის ფეხბურთელი თბილისის „დინამოს“ აღზრდილია, რომლის შემადგენლობაში 4 სეზონის განმავლობაში 89 მატჩში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
„დინამოს“ შემადგენლობაში სანდრო 2022 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, 2023 წელს კი საქართველოს სუპართასს დაეუფლა.
2025 წლის დასაწყისში კალანდაძე იჯარით უნგრეთის „ფეჰერვარში“ გადავიდა, სადაც 10 მატჩი ჩაატარა.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს ორი თამაში. რეგულარულად იწვევდნენ ასაკობრივ ნაკრებებში, ხოლო ცოტა ხნის წინ დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე 21-წლამდე ფეხბურთელთა შორის საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო.
