დღეს, საქართველოს დროით 23 საათზე კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენი’’ მადრიდის „ატლეტიკოს’’ დაუპირისპირდება. შეხვედრა პასადენას „როუზ ბოულზე’’ გაიმართება. ლოს ანჯელესში ცხელა. ტემპერატურა დღისით 32 გრადუსამდე მოიმატებს, შეგრძნება კი 37 გრადუსისა იქნება. მატჩი ადგილობრივი დროით შუადღის 12 საათზე დაიწყება.
„ჩვენ სიცხის არ გვეშინია,’’ ― განაცხადა მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე პარიზელთა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ.
ფრანგული პრესა წერს, რომ პარიზელებს „მატრასების მკერავებზე’’ შური აქვთ საძიებელი: 2024 წლის 7 ნოემბერს მათ „პარკ დე პრენსზე’’ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში 1:2 წააგეს.
როგორც ცნობილია პსჟ-ს არ ეყოლება ოსმან დემბელე, რომელსაც ბარძაყი სტკივა. გუნდის ლიდერად აღიარებული თავდამსხმელი საფრანგეთის ნაკრებში, ერთა ლიგის შეხვედრაში დაშავდა. 28 წლის დემბელეს სავარაუდოდ პორტუგალიელი გონსალო რამუში შეცვლის.
შეხვედრას გაუძღვება იშტვან კოვაჩი, რომელმაც 31 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი იმსაჯა. პსჟ-მ ის შეხვედრა „ინტერს’’ 5:0 მოუგო.
ამბობენ, რომ დემბელეს არყოფნას თუ არ ჩავთვლით, პარიზული გუნდი ფაქტობრივად იმავე შემადგენლობით ითამაშებს, რომლითაც ხსენებულ ფინალში, მიუნხენის „ალიანც არენაზე’’ ითამაშა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
