ტრიუმფი, რომელიც შეიძლება ვერავინ გაიმეოროს

Home კატეგორიის გარეშე ტრიუმფი, რომელიც შეიძლება ვერავინ გაიმეოროს
ტრიუმფი, რომელიც შეიძლება ვერავინ გაიმეოროს

A man tears down the net of a soccer goal after a game.ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერის’’ გასაკვირი ანგარიშით 5:0 დამარცხების შემდეგ „პარი სენ ჟერმენის’’ ფანები მიუნხენის „ალინც არენას’’ მოედანს შეესიენ.

მათ დაცვის სამსახურის მრავალრიცხოვან თანამშრომლებს აჯობეს და ყველაფერი დაიტაცეს რისი დატაცებაც შეიძლებოდა: კარის ბადეები თუ გაზონი. ვიტინია ბარიერზე აძვრა და გულშემატკივარს ხელს ართმევდა.

Paris St Germain fan taking a piece of the pitch after winning the Champions League.მეტოქე გუნდების ფანებმა თამაშამდე ქალაქის რკინიგზის სადგურზე ჩხუბეს და საცობი გამოიწვიეს.

პარიზში კი აქა-იქ პოლიციას ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასჭირდა, თუმცა ეს ხულიგნობები არაფერია იმ დიდ სიხარულთან შედარებით, რომელიც გულშემატკივარს ხვიჩა კვარაცხელიამ და მისმა თანაგუნდელებმა მოუტანეს.

Paris Saint-Germain's Vitinha celebrates with fans after winning the UEFA Champions League.პარიზელთა მწვრთნელი ლუის ენრიკე შეძრა იმ ტიფომ (თანამედროვე საფეხბურთო ტერმინია: ვეებერთელა ბანერს, რომელსაც გულშემატკივრები თავზე გადაიშლიან ხოლმე, სიტყვა ტიფოზის მიხედვით ყველა ენაზე ტიფოს ეძახიან), რომელიც პარიზელმა გულშემატკივრებმა გაშალეს და რომელზეც ესპანელი მწვრთნელის გარდაცვლილი ქალიშვილი ზანა იყო გამოსახული.

სახელი ზანა ასტურიული მითოლოგიიდან მოდის და წყლის ფერიასთან არის დაკავშირებული.

„სხეული წავიდა, მაგრამ ის არ მომკვდარა. ის კვლავ ჩვენთან არის’’, – თქვა ლუის ენრიკემ.

„პარი სენ ჟერმენმა’’ პირველად მოიგო ევროპის მთავარი საკლუბო ჯილდო.

ბევრის აზრით სტილს, რომლითაც პარიზულმა გუნდმა 2024-25 წლების გათამაშებაში გაიმარჯვა ვერასდროს ვერავინ გაიმეორებს.

ანგარიში აშრაფ ჰაკიმიმ მე-12 წუთზე გახსნა, მან თავის ყოფილ გუნდს გაუტანა.

შემდეგ კი დეზირე დუემ მე-20 და 63-ე წუთებზე ორი შეგადო.

ათ წუთში ამას მოჰყვა ხვიჩა კვარაცხელიას გარღვევა და ზუსტი ოსტატური დარტყმა.

86-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა სენი მაიულუმ ფინალს წერტილი დაუსვა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.