ბარსელონაში „ესპანიოლისა’’ და „ბარსელონას’’ შეხვედრის დროს გულშემატკივრებში მანქანა შევარდა. საბედნიეროდ, სერიოზულად არავინ დაშავებულა. მატჩი, რომელიც „ბარსამ’’ 2:0 მოიგო და ესპანეთის ჩემპიონის ტიტული გაინაღდა მე-8 წუთზე დროებით შეწყდა, რათა სტადიონზე გამოეცხადებინათ, რომ ყველაფერი კონტროლს ქვეშაა და ინციდენტს სერიოზული შედეგი არ მოჰყოლია. ესპანურ სოცმედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ შევარდა ესპანიოლის გულშემატკივრებში თეთრი მანქანა. სავარაუდოდ, მანქანას „ბარსას’’ ქომაგი მართავდა, რომელსაც მოწინააღმდეგე გუნდის ფანების ალყაში შეეშინდა, პანიკაში პედალს ფეხი მიაჭირა და კინაღამ ტრაგედიის მიზეზი გახდა.
იტყობინებიან, რომ პირველ ტაიმში „ესპანიოლის’’ მეკარის ჯოან გარსიას კარსუკან მსხდომ გულშემატკივართა ნაწილმა პროტესტის ნიშნად სტადიონი დატოვა. მათი აზრით ასეთ პირობებში შეხვედრა უნდა გადაედოთ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 16:12დინამო მუზეუმში
მთავარი ამბავი31/07/2026 | 15:53ქოჩორა სევილიასაც მოუნდა
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 09:25რატომ სადილობს ლუიშ კამპუში ფეხბურთელებთან?
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 07:50უეფამ ფიფას პრეზიდენტობა ალ-ხელაიფის შესთავაზა
