„პარი სენ ჟერმენმა’’ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ლონდონში „არსენალი’’ დაამარცხა 1:0. მატჩის ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას პასით ოსმან დემბელემ გაიტანა. კვარა შეხვედრის დასაწყისში შეტევაში მწვავედ თამაშობდა და სავარაუდოდ, გოლიდან ერთი ხნის შემდეგ მისი წაქცევისთვის პენალტიც უნდა დანიშნულიყო, მაგრამ მსაჯმა სხვანაირად გადაწყვიტა. თანადათან ინიციატივა მასპინძლების ხელში გადავიდა და ხვიჩასაც დაცვაში მოუწია ნაკლებად ვარსკვლავური, მაგრამ სასარგებლო სამუშაოს შესრულება.
ფრანგულმა საიტმა maxifoot კვარაცხელიას თამაში 6.5 ქულით შეაფასა. მისთვის, სრულიად ბუნებრივად, პარიზელთა შორის საუკეთესო იყო მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა – 8. პორტალმა 7 დაუწერა მარკინიოსს, 7.5 ჯჟოაო ნევეშს და ერთნაირად შეაფასა კვარაცხელიას, დემბელესა და ფაბიან რუისის გარჯა. მის მიმოხილვაში კვარაცხელიას შესახებ სიტყვიერად ასე წერია:
„პარი სენ ჟერმენის გარემარბმა შეხვედრის პირველ წუთებზე სერიოზული პრობლემები შეუქმნა იურიენ ტიმბერს. საქართველოს ნაკრების წევრმა დემბელესთვის საგოლე პასის მიწოდებით თამაშის ბედის გადაწყვეტაში როლი ითამაშა. ამ ამბიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში ის თავის უშუალო მეტოქესთვის კვლავ საფრთხეს წარმოადგენდა. განსაკუთრებით საყურადღებო იყო საჯარიმო მოედანზე შექმნილი საკამათო ეპიზოდი, თუმცა ამის შემდეგ „ნაპოლის’’ ყოფილმა თავდამხმელმა რამდენჯერმე გაუმართლებლადაც დაკარგა ბურთი. სამაგიეროდ, დასაფასებელია მისი ძალისხმევა დაცვაში’’.
Eurosport-მა კვარაცხელიას 7 დაუწერა და მის თამაშზე ასე თქვა: „ახლა უკეთ გვესმის რატომ მოინდომა ზამთარში პსჟ-მ მისი შეძენა ასე ძალიან. რასაკვირველია, მან საგოლე პასი შეასრულა და ეს მომენტი მატჩის ჰაილაითად დარჩება, მაგრამ კიდევ იყო ერთი ეპიზოდი, როდესაც სამი „მეთოფით’’ გარშემორტყმეული ქართველი პენალტზე წავიდა და როგორც ჩანდა მის წინააღმდეგ ნამდვილად დაარღვიეს თამაშის წესი. კვარაცხელიამ რამდენიმე შეტევა წამოიწყო, მაგრამ თუკი შეხვედრის ერთი ასპექტის დამახსოვრებას მოგვთხოვენ, რასაკვირველია უპირველეს ყოვლისა დავიმახსოვრებთ მის დიდ მონაწილეობას დაცვაში. ან რა აქტიური იყო, ან დაკარგულ ბურთს როგორ იბრუნებდა…
თუმცა, ასეთი ხოტბის მიუხედავად პორტალმა ქართველზე მეტი ქულა დაუწერა ჟოაო ნევეშს (8) და ცხადია დონარუმას (8), ხოლო მის მსგავსად 7 მიაკუთვნა მარკინიოსსა, ფაბიან რუისსა და დემბელეს.
Flashscore-მა ხვიჩა კვარაცხელიას 7.9 ქულა დაუწერა (მასზე მეტი 8.0 მიიღო მეკარე დონარუმამ), whoscored-ის ვერსიით კვარაცხელიამ მიიღო 7.6 (მის მსგავსად შეფასდა მარკინიოსი, ხოლო დონარუმამ მიიღი 7.7), sofascore-ის შეფასებით ქართველის ქულაა 7.3 (დონარუმა 7.8, მარკინიოსი 8.0).
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
მთავარი ამბავი23/06/2026 | 08:31მბაპე, წვიმა, მბაპე
