„ლიონის’’ „გრუპამა სტედიუმს’’ ჩრდილოეთ ტრიბუნის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია და კლუბს 10 000 ევროს აქვს მისჯილი. მიზეზი: 23 თებერვალს „პარი სენ ჟერმენთან’’ შეხვედრის დროს ქომაგებმა პიროტექნიკა გამოიყენეს; მრავლად იყო ზეპირი თუ წერილობითი შეურაცხყოფაც’’. ის შეხვედრა 2:3 დამთავრდა, საუკეთესო ფეხბურთელად კი ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს.
ერთ-ერთ ბანერზე ეწერა: „ლებრუნ, კორუმპირებულო, ნასერის წინაშე მუხლებზე დგახარ. შენ ფრანგული ფეხბურთის სირცხვილი ხარ’’. „მარსელის’’ ყოფილი შეფი ვენსან ლებრუნი საფრანგეთის პროფესიული ლიგის პრეზიდენტი გახლავთ, ხოლო ნასერ ალ-ხელაიფი რომ „პარი სენ ჟერმენის’’ პრეზიდენტია, ყველამ იცის.
„ლიონის’’ აღმასრულებელმა დირექტორმა ლორან პრიუდომმა სააგენტო „ფრანს პრესს’’ უთხრა, რომ კლუბი გასაჩივრებას არ აპირებს, მაგრამ სტანდარტი ყველასთვის ერთი უნდა იყოს. პირველ წრეში პარიზში პსჟ-ს ქომაგები ლიონელებს იმდენად შეურაცხყოფდნენ, რომ თამაში ოთხი წუთით შეწყდა. შემდეგ კი… ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა. სტუმარი გუნდის ხელმძღვანელობამ ღვარძლს ვერ გაუძლო და ვიპ-ლოჟა 85-ე წუთზე დატოვა. ამისთვის პარიზული კლუბი მხოლოდ 2000 ევროთი დააჯარიმეს.
კვირას, „ლე ავრთან’’ შეხვედრაში „ლიონს’’ სტადიონზე 6 000 შშმ ბავშვის მიყვანა და მათი სანქცირებულ ტრიბუნაზე დასმა ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ საფრანგეთის პროფესიულმა ლიგამ ნება არ დართო: კანონი კანონია ანუ სანქცირებულ ტრიბუნაზე არავინ უნდა იჯდესო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
სიახლეები25/07/2026 | 09:53პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
მთავარი ამბავი25/07/2026 | 07:31ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ
