ფრანკო კოლომბა „ნაპოლის’’ 2002-03 წლებში სერია B-ში წვრთნიდა. მან სატელევიზიო ინტერვიუში „აძურის’’ მიმდინარე ამბებზე გამოთქვა თავისი აზრი. კერძოდ, კოლომბამ ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორს გაუსვა ხაზი.
„კვარაცხელია ერთ-ერთი ფეხბურთელი კი არა, სკუდეტოს სიმბოლო იყო. „ნაპოლი’’ საკმაოდ კარგად თამაშობდა, მაგრამ როდესაც ქართველის როტაცია დაიწყეს ან მას საერთოდ არ ათამაშებდნენ, გუნდი წვალობდა. მაღალი დონის შესანარჩუნებლად საჭირო იყო მისი კლასის ფეხბურთელის მოყვანა. მართალია გუნდმა შეიძინა ხარისხიანი მოთამაშე, რომელსაც მშვილდში ისრები ჰქონდა, მაგრამ მას ჯერჯერობით ბევრი არ უთამაშია’’.
შემდეგ კოლომბამ სერია A-ს მიმდინარე სეზონი მიმოიხილა და თქვა, რომ თამაშის ხარისხის დაცემა ბუნებრივია.
„სადღეისოდ ყველა გუნდი რთულ პერიოდს გადის. ამწუთას იტალიაში დაუმარცხებელს ვერავის ვხედავ, მთელი სეზონის განმავლობაში მაღალი ინტენსიობის შენარჩუნება კი ძნელია. ჩემპიონატის ბედი, როგორც იცით, მარტში წყდება, როდესაც თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს’’.
ბოლოს კი კოლომბამ კვლავ კვარაცხელია ახსენა და თქვა, რომ მისნაირი მოთამაშეებს „ნაპოლის’’ ტექნიკურ პროექტში საგანგებო როლი ენიჭებათ:
„ისეთი ფეხბურთელები როგორიც კვარაცხელიაა კონკრეტული თამაშებისა და მთელი სეზონის მიმდინარეობას ცვლიან. თუ ასეთ კაცს უშვებ და მის ღირსეულ შემცვლელს ვერ პოულობ, მაშინ გუნდს აუცილებლად გაუჭირდება’’.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი’’ სერია A-ს ცხრილში 26 ტურის შემდეგ 56 ქულით მეორე ადგილზეა. მას ერთი ქულით უსწრებს „ინტერი’’. 27-ე ტურში სწორედ ეს ორი გუნდი ხვდება ერთმანეთს. შეხვედრა 1 მარტს, საქართველოს დროით 21 საათზე ნეაპოლში გაიმართება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 11:52This Is Anfield: მამარდაშვილის სეზონმა პასუხზე მეტი კითხვა დატოვა
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 08:29ნიუ იორკის მერი: სპორტი ფუფუნების საგნად არ უნდა იქცეს!
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
