ზურიკო დავითაშვილის გუნდში სიახლეა: „სენტ ეტიენს’’ „აუგსბურგიდან’’ ირვინ კარდონა უბრუნდება. კარდონა 27 წლის ფრანგი ფორვარდი და გარემარბია. ის საფრანგეთის გარდა მალტის მოქალაქეა. მისი სამუშაო ფეხია მარჯვენა. ის გერმანული კლუბის საკუთრებაა, მაგრამ 2024 წელს იჯარით „სენტ ეტიენში’’ თამაშობდა, შემდეგ კი „ესპანიოლში’’ იყო, სადაც 16 შეხვედრა ჩაატარა.
„სამშაბათს „სენტ ეტიენმა’’ და „აუგსბურგმა’’ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც კარდონა სეზონის ბოლომდე „სენტ ეტიენში’’ ითამაშებს, შემდეგ კი ექნება ფეხბურთელის გამოსყიდვის უპირატესობა’’, – წერია ფრანგული კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუნდის ნორვეგიელი მწვრთნელი აირიკ ჰორნელანდი ტრანსფერით კმაყოფილია: ირვინის „სენტ ეტიენში’’ დაბრუნება ბრწყინვალე სიახლეა. ის დაუღალავია, შულედურ პოზიციებზე კარგად თამაშობს და გოლების გატანა ეხერხება. ის ჩვენს კლუბს უკვე იცნობს და იცის, როგორია „შოდრონზე’’ („ჟოფრი გიშარის’’ სტადიონის მეტსახელია) თამაში’’, – თქვა მან.
თავის მხრივ კარდონამაც გამოხატა სიხარული: „ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი. ინდივიდუალურად ყველაფერს გავაკეთებ, რათა კოლექტიურად მყარად ვიდგეთ. უკვე ვნახე რამდენიმე ყოფილი თანაგუნდელი. მე ისინი მენატრებოდნენ’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
