ავსტრალიის ღია პირველობაზე, შეიძლება ითქვას, ნაადრევი ფინალი გაიმართა.
„დიდი მუზარადის“ ტურნირების 24-გზის გამარჯვებულმა ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელსაც ავსტრალიის ღია პირველობა 10-ჯერ აქვს მოგებული, ნახევარფინალში გავიდა. საამისოდ კი დღეს, 37 წლის სერბმა 16 წლით უმცროსი ესპანელი კარლოს ალკარასი დაამარცხა – 4:6, 6:4, 6:3, 6:4.
მატჩი 3.5 საათს გაგრძელდა. ბრძოლა იყო ყველა სეტში და ჯოკოვიჩი თავიდანვე იღებდა უპირატესობას. სერბ ჩოგბურთელს მხოლოდ პირველ სეტში არ გამოუვიდა მისი შენარჩუნება, დანარჩენში კი სტარტზე მოპოვებული ჰანდიკაპი ბოლომდე დამაჯერებლად მიიყვანა.
ფინალის საგზურისთვის ჯოკოვიჩი მსოფლიოს მეორე ჩოგანს, გერმანელ ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდება, რომელმაც მეოთედფინალში ამერიკელ ტომ პოლს აჯობა – 7:6; 7:6; 2:6; 6:1. კიდევ ორი მეოთხედფინარი 22 იანვარს გაიმართება: იანიკ სინერი (იტალია)-ალექს დე მინორი (ავსტრალია); ბენ შელტონი (აშშ)-ლორენცო სონეგო (იტალია).
ქალთა შორის ნახევარფინალის ორი მონაწილე ცნობილია. ესპანელმა პაულა ბადოსამ ამერიკელი კორი გაუფი ორ სეტში დაამარცხა – 7:5; 6:4, ხოლო პირველმა ჩოგანმა, ბელარუსმა არინა საბალენკამ რუს ანასტასია პავლუჩენკოვას სამ სეტში აჯობა – 6:2; 2:6; 6:3.
ორი მეოთხედფინალიც ხვალ არის: ელენე სვიტოლინა (უკრაინა)-მედისონ კეიესი (აშშ); ემა ნავარო (აშშ)-იგა შვიონტეკი (პოლონეთი).
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/06/2026 | 01:10უიმბლდონზე ბოლქვაძე დაგვრჩა
მთავარი ამბავი21/06/2026 | 23:04საქართველო ლატვიაში გაფრინდა
სიახლეები19/06/2026 | 19:58ულან – ბატორი ჯერ უმედლოდ
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
