„ინტერმა’’ საბა გოგლიჩიძის „ემპოლის’’ 3:1 მოუგო და ლიდერ „ნაპოლისთან’’ ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. მილანელებს „აძურიზე’’ ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. „შავ-ლურჯებს’’ სერია A-ში ახლა ზედიზედ 15 თამაში არ წაუგიათ. რაც შეეხება „ემპოლის’’, ის 21 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-14 ადგილზეა, მაგრამ გასავარდნთა ზონას ანუ მე-18 ადგილს მხოლოდ ერთი ქულით აღემატება.
გოგლიჩიძე თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მასპინძლებმა მნიშვნელოვნად მოუმატეს ინტენსივობას. იმ ორ გოლში, რომლებიც „ემპოლის’’ კარში დარჩენილ დროში გავიდა, ქართველ მცველს ბრალი არ მიუძღვის. მისი თამაში სხვადასხვა საიტებმა ასე შეაფასეს:
calciomercato — 5.0. მისი შესვლის შემდეგ „ინტერმა’’ რბევა მოაწყო..
pianetaempoli — 5.5 მისმა მოედანზე შესვლამ „ემპოლის’’ დაცვას ის სოლიდურობა ვერ შემატა, რომლისაც გუნდს მატჩის მიწურულს ეიმედებოდა.
Tuttomercatoweb ― 5.5 (სიტყვასიტყვთ იგივე დაწერა, რაც pianetaempoli-მ)
eurosport — 5.5 ის „ინტერის’’ გააქტიურებას წინ ვერ აღუდგა.
Flashscore-მა საბა გოგლიჩიძეს 6.0 დაუწერა, ხოლო whoscored-მა ქართველის თამაში 6.1 ქულით შეაფასა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები27/08/2026 | 08:33გენდუზის გადარევა
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 07:21ლუის ენრიკემ და დემბელემ ხმას აუწიეს?
მთავარი ამბავი26/08/2026 | 13:43ქოჩორას პრეზენტაცია სევილიაში
სიახლეები26/08/2026 | 10:50ბრუნო – ფეხბურთელების რჩეული
