Theo Hernande of Milan celebrates at the end of the Italian Super Cup Final between FC Internazionale v AC Milan at Al Awwal Park on January 06, 2025...ესპანეთის ქალაქ მალაგის სასამართლომ ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯა მოდელს, რომელმაც ფეხბურთელ თეო ერნანდესს ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. გარდა საპატიმრო ვადისა ცილისმწამებელს მიესაჯა უქვსი თვის განმავლობაში დღეში ათი ევროს გადახდა.

ბრალდებულმა პროკურორის დასკვნაში მოყვანილი ფაქტები აღიარა, რითაც სასამართლოს გაურიგდა – მას ციხეში ჯდომა ორი წლით გადაუვადეს, ოღონდ იმ პირობით, რომ ამ ხნის განმავლობაში დანაშაულს არ ჩაიდენს. ახალგაზრდა ქალი ვალდებულია სასამართლოს თვალსაწიერში დარჩეს და მისამართის ნებისმიერი ცვლილების შესახებ შეატყობინოს.

შემთხვევა 2017 წელს მარბელას ცნობილ ღამის კლუბში მოხდა. ფეხბურთელი მეგობრებთან ერთად კერძო ოთახში ერთობოდა. გამთენიისას მასა და ქალს შორის (მას მერე, რაც ჯერ შენობიდან გავიდნენ, მანქანაში განმარტოვდნენ და მერე კვლავ კლუბში დაბრუნდნენ) გაუგებრობა მოხდა, წარმოიშვა კონფლიქტი, იყო ფიზკური შეხლა-შემოხლა, თან არა მარტო ამ არამედ სხვა ქალებთანაც, რის მერეც მოდელმა პოლიციაში დარეკა და ერნანდესს ძალადობაში დასდო ბრალი. მან თქვა, რომ თავიდან ფეხბურთელს ურთიერთობაზე დათანხმდა, შემდეგ კი უარი უთხრა, რის გამოც მან ის მანქანიდან გადააგდო და სხეულის დაზიანება მიაყენა.