დანილომ იუვენტუსს ნაპოლიში გაშვება სთხოვა

Home სიახლეები დანილომ იუვენტუსს ნაპოლიში გაშვება სთხოვა
დანილომ იუვენტუსს ნაპოლიში გაშვება სთხოვა

Danilo Luiz da Silva of Juventus Fc looks dejected at the end of the Serie A football match between Juventus Fc and Venezia Fc. The match ends in a...„იუვენტუსის’’ ბრაზილიელი მცველი დანილო ტურინელთა მწვრთნელის ტიაგო მოტას გეგმებში აღარ შედის. როდესაც მისი თანამემამულე გლეისონ ბრემერი დაშავდა მას თითქოს შემადგენლობაში დაბრუნების შანსი მიეცა, მაგრამ ეს დროებითი აღმოჩნდა. დანილოს ტურინელებთან კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე აქვს და კლუბისგან თავისუფალი აგენტის სტატუსს ითხოვს. მას ზაფხულამდე მოცდა არ უნდა, იანვარშივე სურს ახალ კლუბში გადასვლა. ცხადია, 33 წლის მცველი ბოლო ექვსი თვის გასამრჯელოზე უარს ამბობს.

დანილოს აყვანით კი „ნაპოლის’’ თავკაცი ანტონიო კონტეა დაინტერესებული. ვეტერანი მას არჩევანს გაუმდიდრებს. ის შეძლებს როგორც ოთხკაციან დაცვაში ასევე სხვა ტაქტიკურ ვარიანტებში მონაწილეობას. როგორც იტალიური პრესა წერს, ფეხბურთელმა „იუვეს’’ გათავისუფლება სწორედ „ნაპოლიში’’ გადასვლის გამო მოსთხოვა.

დანილო 2015-17 წლებში „რეალში’’ თამაშობდა, 2017-19 წლებში „მანჩესტერ სიტიში’’, ხოლო 2019 წლის შემდეგ „იუვენტუსშია’’. ბრაზილიის ნაკრებში მას 65 შეხვედრაში ერთი გოლი აქვს გატანილი.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.