იბერია – ტიტულამდე ზედიზედ  შვიდი

Home დავთარი იბერია – ტიტულამდე ზედიზედ  შვიდი
იბერია – ტიტულამდე ზედიზედ  შვიდი

შეიძლება იყოს 4 ადამიანი, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები, ფეხბურთის თამაშში ჩართულები, თამასებიანი ფეხსაცმლები and ტექსტი გამოსახულებაეროვნული ლიგის 33-ე ტურმა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოკვეთა ტიტულის მთავარი პრეტენდენტის ვინაობა. „იბერიამ“ გიორგი ჯგერენაიას ერთადერთი გოლით სტუმრად მოუგო „ბათუმს“, თუმცა მანამდეც შეეძლოთ გატანა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს გიორგი კოხრეიძემ პენალტი ვერ გაიტანა.

და ვინ აუღო? ლუკა ხარატიშვილმა, რომელმაც ახლახან 21-წლამდელთა პლეი-ოფში სტუმრად ხორვატ თანატოლებთან ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და ლომის წილი დაიდო ჩვენი ახალგაზდული ნაკრების ევრო 2025-ის ფინალურ ეტაპზე მოხვედრაში.

„იბერიამ“ ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო და ახლა დარჩენილ 3 ტურში მხოლოდ 3 ქულა ეყოფა ჩემპიონობისთვის.

„დილამ“ „დინამოს“ სენეგალელი იბრაჰიმა დრამეს 95-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოუგო და უეფას კონფერენციის ლიგის საგზური ოფიციალურად გაინაღდა.

„ტორპედო“ კი მულოდნელად ერთერთ აუტსაიდერ „კოლხეთთან“ დამარცხდა და ლიდერი „იბერია“ 6 ქულით „გაუშვა“ წინ. ამ მატჩში ვიხილეთ ავტოგოლიც (ნიკა სანდოხაძე), გაცუდებული პენალტიც (გიორგი ახალაძე) და გაძევებაც (ბიორნ იონსენი).

„სამგურალმა“ „სამტრედია“ ლევან კუტალიას გოლით დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ კუტალიამ წინა ტურში „გაგრასთან“ პოკერი შეასრულა, ჯამში კი მიმდინარე სეზონში 10 გოლი მოუგროვდა, რაც ჩინებული შედეგია, თუ გავითვალიწინებთ, რომ წყალტუბოურ კლუბში ოფიციალურად წლევანდელი პირველი ივლისიდან ირიცხება.

„გაგრამ“ კი „თელავს“ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა  მოუგო და პლეი-აუტის ზონა დატოვა.

 გაგრა 2:0 თელავი

1:0 ხარებაშვილი (60, 2:0 პაპუაშვილი (89)

გაძევება: ოდიშვილი (55)

სამგურალი 1:0 სამტრედია

1:0 კუტალია (83)

კოლხეთი 3:1 ტორპედო

1:0 სანდოხაძე (10 საკ. კარში), 2:0 კლიმოვი (44 პენ), 2:1 პირესი (55), 3:1 აბუაშვილი (90+3)

53-ე წუთზე ახალაძემ (კოლხეთი) ვერ გაიტანა პენალტი

გაძევება: იონსენი (81) – ტორპედო

დილა 1:0 დინამო

1:0 დრამე (90+5)

 ბათუმი 0:1 იბერია

0:1 ჯგერენაია (64)

45-ე წუთზე კოხრეიძემ (იბერია) ვერ გაიტანა პენალტი

გაძევება: მილჩენკო (71) – ბათუმი

[table id=47 /]

მეგოლეები: ბიორნ იონსენი (ტორპედო, ნორვეგია) – 21, ტაირელ ვაუტერი (დილა, ნიდერლანდები) – 17, გიორგი კოხრეიძე (იბერია) – 15, შეიკნე სილა (იბერია, მალი) – 13, გიორგი ხარებაშვილი (გაგრა), ლუკა ხორხელი, ლევან კუტალია (ორივე – სამგურალი) – 10

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.