„გაძეტა დელო სპორტის’’ გუშინდელი ინფორმაციით „ნაპოლის’’ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს სურს ქართველ გარემარბს ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი გაუზარდოს. გაზეთი შეგვახსენებს, რომ ჯერჯერობით კვარაცხელიას გასამრჯელო წელიწადში 1.8 მილიონი ევროა, დე ლაურენტისი კი მას რომელუ ლუკაკუს ტოლ შემოსავალს ჰპირდება. სტატიაში არ წერია რამდენია ლუკაკუს ხელფასი, მაგრამ კვარაცხელიას შემთხვევაში ეს უნდა იყოს წელიწადში 5 მილიონ ევროს პლუს მნიშვნელოვანი ბონუსები. კლუბი ქართველი ვარსკვლავის გარემოცვისგან პასუხს ელის.
საინტერესოა, რომ იტალიურ მედიაში 5 მილიონ ევროს პირველად არ ახსენებენ, მაგრამ ამ თანხის გამეორებისას ყოველ ჯერზე წერენ, რომ დე ლაურენტისმა კვარაცხელიას ახალი შეთავაზებით მიმართა. ვაჭრობა სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. მართალია კვარაცხელიას მხარე ამაზე არ ლაპარაკობს, მაგრამ გაურკვევლობა ფეხბურთელზე დიდი ალბათობით უარყოფითად მოქმედებს.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/07/2026 | 08:27არსენალს ვინისიუსი მონდომებია
მთავარი ამბავი27/07/2026 | 07:13რატომ თქვა პსჟ-მ დიომანდეს ყიდვაზე უარი?
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
