Khvicha Kvaratskhelia during the Serie A 2024-2025 match between Juventus and Napoli in Turin, Italy, on September 21, 2024 .areanapoli წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „იუვენტუსისა” და „ნაპოლის” შეხვედრაში ვერ გაიბრწყინა, არადა ეს მატჩი „აძურისთვის” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მეორე ტაიმის შუაში, როდესაც ქართველი შეცვალეს, კამერებმა დააფიქსირეს, რომ ის უკმაყოფილო იყო. მართალია, ახალი სეზონი ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით „ნაპოლის” 77-მა ნომერმა კარგად დაიწყო, მაგრამ მას ტურინულ შეხვედრაში თავის გამოჩენა უნდოდა.

გადაცემა Canale 21-ში მიწვეული ჰყავდათ „ნაპოლის” ძირძველი გულშემატკივარი, ქალაქის ცნობილი პიროვნება, ნეაპოლის ფედერიკო მეორის სახელობის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გვიდო ტრომბეტი, რომელმაც თქვა: „როდესაც კვარა ფრთაზე თამაშობს, მას უკვე ყველა „კეტავს”. ის გასულ სეზონშივე გადამწვარი იყო. მის გაუვნებელყოფას ორი მეურვით ნებისმიერი მწვრთნელი ახერხებდა. ასპისტოიანი შეკითხვა კი ასეთია: ვითომ ყოფნის კვარაცხელიას ოსტატობა დიდ გუნდებთან ძლიერად რომ ითამაშოს? ქართველი რიგ პრინციპულ შეხვედრებში იმედგაცრუებას იწვევს”.

გვიდო ტრომბეტის მისაზრება იმიტომ მოვიყვანეთ, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ: აზრი მართლაც ნაირგვარი არსებობს.