„სქაი იტალიას” ჟურნალისტმა რიკარდო ჯენტილემ „რადიო გოლისთვის” მიცემულ ინტერვიუში „კალიარისა” და „ნაპოლის” შეხვედრის შესახებ ისაუბრა. მატჩი დასრულდა სტუმრების გამარჯვებით 4:0. ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა.
„ჩვენ საკმარისად არ გავამახვილეთ ყურადღება იმ ეპიზოდზე, როდესაც ოცდამეხუთე წამზე ძაპამ კვარაცხელიას წინააღმდეგ იუხეშა. ეს იყო მნიშვნელოვანი წესის დარღვევა, რომლის გამო „კალიარის” მცველისთვის ყვითელი ბარათი უნდა ეჩვენებინათ, მაგრამ შეხვედრამ ამის გარდა სხვა საინტერესო თემებიც წამოჭრა.
„ნაპოლიმ” დაამარცხა გუნდი, რომელმაც ამ შეხვედრაში 100%-ზე მეტი გაიღო. მე ვნახე „კალიარი”, რომელიც 60 წუთის განმავლობაში „აძურის” თანაბრად დაუდგა. „კალიარიმ” ბევრი გაგებით დიდებული შეხვედრა ჩაატარა. ასეთ გუნდთან ბევრი მოწინააღმდეგე დაკარგავდა ქულებს, მაგრამ არა „ნაპოლი”. „აძურიმ” სიძლიერის შეგრძნება დამიტოვა. მან იცოდა, როგორ უნდა გაერთმია თავი წვალებისთვის და ეს მაღალი კლასის მაჩვენებელია. „კალიარი” კი კვარაცხელიას გოლმა გატეხა.
შემდეგი შეხვედრა „ნაპოლის” ტურინში აქვს, „იუვენტუსთან”. ეს ძალიან საინტერესო ტესტი იქნება. საინტერესო იქნება იმიტომაც, რომ ვნახავთ ტურინში მეტოქის მწვრთნელის რანგში ჩასულ კონტეს. ბოლო დროს „იუვენტუსი” თავდასხმაში მწვავედ ვერ თამაშობს. თან, მას ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა ექნება ახალი ნათამაშევი.
ლუკაკუ? ლუკაკუმ გასულ სეზონში „რომას” შემადგენლობაში 21 გოლი გაიტანა. ის თავის საქმეს აკეთებს”, — თქვა ჯენტილემ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/06/2026 | 09:27პსჟ მალიორკით დაიწყებს
მთავარი ამბავი27/06/2026 | 08:39კაპე ვერდე: გამოუშვით არგენტინა!
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 11:52This Is Anfield: მამარდაშვილის სეზონმა პასუხზე მეტი კითხვა დატოვა
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 08:29ნიუ იორკის მერი: სპორტი ფუფუნების საგნად არ უნდა იქცეს!
