უკრაინაში ომის მიუხედავად ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატი გრძელდება, თუმცა პირობები რასაკვირველია საგანგებოა.
ამის დასტურია „კრივბასისა” და „შახტარის” შეხვედრა, რომელიც გუშინ, კვირას, 50-ე წუთზე შეწყდა. მიზეზი: რუსულმა საჰაერო ძალებმა კრივი რიჰში (დნეპროპეტროვსკის ოლქი) ყუმბარები ჩამოყარეს.
იმ მომენტისთვის, როდესაც თამაში შეწყდა „შახტარი” ტარას სტეპანენკოს გოლით 1:0-ს იგებდა. მატჩი ვეღარ გაგრძელდა. ის სხვა დროს დამთავრდება.
შევხედრა იმთავითვე პრობლემური გამოდგა. ჯერ კიდევ თამაშამდე რუსებმა დაბომბეს სასტუმრო სადაც „შახტარს” უნდა ეცხოვრა.
თავდასხმას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დონეცკელთა კლუბმა ამის მიუხედავად მაინც გადაწყვიტა კრივი რიჰში ჩასვლა და თამაში.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 09:53პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
მთავარი ამბავი25/07/2026 | 07:31ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ
აქეთურ-იქითური25/07/2026 | 06:46ნუთუ ჰოლანდიელმა ექიმებმა ტყუილი თქვეს?
აქეთურ-იქითური24/07/2026 | 10:03დემეტრიო ალბერტინი: იტალიური გენი ესპანურისგან განსხვავდება
