გერმანიის ნაკრები ერთა ლიგსის ახალ სეზონს უნგრეთთან და ნიდერლანდებთან მატჩით იწყებს. ბუნდესგუნდი 7 სექტემბერს საკუთრ მოედანზე უნგრეთშ დაუპირისპირდება, 10 სექტემბერს კი ნიდერლანდებთნ გასვლით მატჩს ჩაატარებს.
ამ შეხვედრებისთვის გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა შემადგენლობა დასახელა.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის ნაკრები ახალ სეზონს გადახალსიებული და განახლებული შემადგენლობით ხვდება. მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულეს ტონი კროოსმა, თომას მიულერმა, მანუელ ნოიერმა და ილქაი გიუნდოგანმა. მწვრთნელმა დასვენების შესაძლებლობა მისცა ლეროი სანესა და ანტონიო რიუდიგერს და ისინი ამ შეკრებაზე არ გამოიძახა.
ასე რომ ნაგელსმანი ახალი გუნდის შენებას იწყებს, რომელსაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი მიზნები ექნება.
გერმანიის ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის:
მეკარეები: ოლივერ ბაუმანი (ჰოფენჰაიმი), ალექსანდერ ნიუბელი (შტუტგარტი), მარკ-ანდრე ტერ შეტეგენი (ბარსელონა).
მცველები: ვალდემარ ანტონი (დორტმუნდი), ბანჟამინ ჰენრიხი (ლაიპციგი), იოზუა კიმიხი (ბაიერნი), რობინ კოხი (აინტრახტი), მაქსიმილიან მიტელშტადტი (შტუტგარტი), დავიდ რაუმი (ლაიპციგი), ნოკო შლოტერბეკი (დორტმუნდი), ჯონათან ტა (ლევერკუზენი).
ნახევარმცველები: რობერტ ანდრიხი (ლევერკუზენი), ემრე ჯანი (დორტმუნდი), კრის ფიურიხი (შტუტგარტი), პასკალ გროსი (დორტმუნდი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), ალექსანდარ პავლოვიჩი (ბაიერნი), ანგელო შტილერი (შტუტგარტი), ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი).
თავდამსხმელები: მაქსიმილიან ბაიერი (დორტმუნდი), ნიკლას ფიულკრუგი (ვესტ ჰემი), კაი ჰავერტცი (არსენალი), დენის უნდავი (შტუტგარტი).
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
სიახლეები27/05/2026 | 22:32ამჯერად უკვე 21…
