Giorgi Kochorashvili celebrating his goal against Sporting Gijónვალენსიაში ყურადღების ცენტრში ქართველები არიან. გიორგი ქოჩორაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე თავი გამოიჩინა როგორც ერთ-ერთმა აღმოჩენამ და საქართველოს ნაკრების ბურჯმა. ამის გაგება მისი უნარებისა და პიროვნული თვისებების ცოდნის გარეშე შეუძლებელია. ამიტომაც შეჰყურებს „ლევანტე” ბაზარს. ახლა მას ჰყავს ფეხბურთელი, რომელსაც კლუბის საბანკო ანგარიშების გადარჩენა შეუძლია. ის ხომ თანაგუნდელთა შორის ყველაზე ძვირადღირებულია.

ნახევარმცველმა ევროპის ჩემპიონატზე ფურორი მოახდინა, რის გამოც „ბროწეულისფერებმა” ის ბაზარზე გაიყვანეს. რასაკვირველია, მთელი შემადგენლობის გაყიდვა შეიძლება, მაგრამ ქოჩორაშვილი ისაა, ვისაც „ლევანტესთვის” ყველაზე დიდი მოგების მოტანა შეუძლია. ამიტომაც აქვს კლუბს ყურები დაცქვეტილი. ის სხვადასხვა შეთავაზებას ელოდება. რამდენიმე კლუბმა მართლაც გამოიჩინა ინტერესი. საწყისი ფასი 5 მილიონი იყო, მაგრამ საბაზრო პირობების გამო ეს მოლაპარაკებები წარმატებით ვერ დასრულდა.

5 მილიონი

„ლევანტეს” ქოჩორაშვილისთვის ფიქსირებული ფასი არ დაუდია, რადგან ნახევარმცველისთვის აუქციონს ელოდება. კლუბში დარწმუნებულები არიან, რომ ვაჭრობა დაახლოებით 5 მილიონი ევროდან დაიწყება. ამ წუთისთვის ქართველში ადექვატური თანხის გადახდას ყველაზე მეტად ინგლისური პრემიერლიგის კლუბები შეძლებენ, მაგრამ ოფიცილურად „ლევანტესთვის” ჯერ არავის მიუმართავს.

კლუბის დირექტორატმა კარგად იცოდა რა დონის ფეხბურთელიც ჰყავდა და ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდევე მოიქცა გონივრულად. მათ „ქოჩოს” 2027 წლამდე გაუხანგრძლივეს კონტრაქტი. ეს იყო სტრატეგიული სვლა იმ გაურკვევლობის წინ, რომელსაც სავარაუდოდ ევროპის ჩემპიონატი მოიტანდა. და ქოჩორაშვილმა მართლაც გამოიჩინა თავი. ის გახდა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე. ქართველების ასეთი წარმატება კი მოულოდნელი იყო, რადგან ამ ქვეყანას ადრე ევროპის ჩემპიონატზე არასდროს უთამაშია.

ძირითადი შემადგენლობა და ხიხონში გატანილი გოლი

ხულიან კალეროს თავისი ფეხბურთელის საქმე, როგორც თამაშის ასევე ბაზრის თვალსაზრისით, ძალიან კარგად მოეხსენება. მას ისიც იცის, რომ არიან მისი შეძენით დაინტერესებული კლუბები, მაგრამ ხუთ მილიონს ვერ იმეტებენ და ამიტომ თავს მშვიდად გრძნობს. გარდა ამისა, ქართველს ამასწინათ კონტრაქტი გაუხანგრძლივეს, რის გამოც „ლევანტეს” შეუძლია 5 მილონი, შესაბამისი ბონუსები და პროცენტები მოითხოვოს. ამ ყველაფრის გამო კი – მიუხედავად იმისა, როგორ დააბალანსებს კლუბი საბანკო ანგარიშებს – ქოჩორაშვილის სხვაგან გადასვლა ამ სეზონში გართულდება.

ხავიერ კუნიატი, superdeporte