მონტენეგროს გამოცემა Dan საქართველოს ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრის (1:3) შემდეგ ყურადღებას „ნაპოლის” თავდამსხმელზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ამახვილებს:
„ნაპოლის” ასი თავისი ნაკრების თამაშს ხელმძღვანელობდა, ყოველთვის იქ იყო სადაც საჭიროება მოითხოვდა, აწოდებდა საგოლე პასებს და გოლის გატანაც შეეძლო. როდესაც ვილი სანიოლმა ის შეცვალა ტრიბუნებიდან ტაში დაუკრეს, ხოლო გასახდელიდან გამოსვლისას ის გაჩერდა და ადგილობრივი გულშემატკივრის სურვილი შეასრულა: ვინც კი სთხოვა ყველასთან ფოტო გადაიღო და ავტოგრაფები დაარიგა. ზოგმა „ნაპოლის” 77 ნომრიან მაისურზეც კი მოაწერინა ხელი.
მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე კვარაცხელიამ თქვა, რომ ევროზე გამგზავრების წინ მისი გუნდისთვის გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
– ჩვენ კარგი გუნდი გვყავს და შევეცდებით პროგრესი არ შევაჩეროთ. მეტოქეთა შემადგენლობები დიდად არ გვაღელვებს, რადგან ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ ევროზე ტურისტებად კი არა თამაშების მოსაგებად მივდივართ”, — თქვა საქართველოს ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელმა”.