ცნობილი გახდა საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალური წყვილები, რომლის წილისყრაც ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა.
ნახევარფინალები 28 ივნისს გაიმართება – „იბერია“ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ბათუმი“ ქუთაისის „ტორპედოს“ მიიღებს.
გამარჯვებულები ფინალში ტიტულისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, დამარცხებულები კი გულის დასამშვიდებლად მესამე ადგილისთვის მატჩში ითამაშებენ – სუპერთასისთვის დაწესებული საპრიზო ფონდი ყველა გუნდზე შესაბამისი ადგილების მიხედვით გადანაწილდება.
28 ივნისი, 20:00 „დავით პეტრიაშვილი არენა“
„იბერია“ – „დინამო“
28 ივნისი, 21:00 „ბათუმი არენა“
„ბათუმი“ – „ტორპედო“
