საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ელიტრაუნდის ბოლო შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონ პორტუგალიასთან გამართა და ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია – 2:1.
მართალია, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშებს, მაგრამ თამაში სხვა მხრივ იყო პრინციპული, რადგან პორტუგალიელებისა და ფინელების საჩივრის გამო, საქართველოს ნაკრებს 6 ქულა ჩამოართვეს და ჯგუფის მეორეადგილოსანი ბოლო ადგილზე დაქვეითდა.
თბილისის სპორტის სასახელში გამართულ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებს ლეგიონერების დიდი ნაწილის გარდა, დისკვალიფიკაცირებული მეკარე და კაპიტანი ზვიად კუპატაძე აკლდა.
ქართველთაგან გოლები ჩიმბამ და გიორგი ღავთაძემ გაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელებს 42 ოფიციალური თამაში არ ჰქონდათ წაგებული და ავთანდილ ასათიანის გუნდმა მათ ეს სერია შეაწყვეტინა.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 22:46ჯიკიჩის შემადგენლობა და გეგმა…
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
