ორლანდოელთა ჯადოქრობა შეწყდა. შეწყდა იქ, სადაც მანამდე ბოლოს წაეგო – ბრუკლინში. 14 ნოემბერს, „მეჯიქმა“ „ნეთსთან“ რომ წააგო, მას შემდეგ ზედიზედ ცხრა გამარჯვება მოიპოვა და ისევ ბრუკლინელებთან წააგო – 101:129.

გოგა ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მხოლოდ 15.26 წუთი გაატარა. ბითაძემ ექვსიდან ერთი ორქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. ქართველი ცენტრის მონაგარი ასეთია: 3 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება. 14 მოგებითა და 6 მარცხით ორლანდო ანალოგიური შედეგის მქონე „მილუოკისთან“ ერთად აღმოსავლეთ კონფერენციის 2-3 ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი კლივლენდში, 7 დეკემბერს გამართავს.

Orlando Magic vs Brooklyn Nets Nov 14, 2023 Box Scores | NBA.com