ჟელინსკის ანგინა სჭირს

Home კატეგორიის გარეშე ჟელინსკის ანგინა სჭირს
ჟელინსკის ანგინა სჭირს

21 ნოემბერს პოლონეთის ნაკრები ლატვიასთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, მაგრამ მასში „ნაპოლის” ნახევარმცველი პიოტრ ჟელინსკი მონაწილეობას ვერ მიიღებს. მას ანგინა სჭირს. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა განცხადება:

„პიოტრ ჟელინსკიმ ეროვნული გუნდის შეკრება დატოვა. ის ავად არის, მას ანგინის დიაგნოზი დაუსვეს”.

17 ნოემბერს პოლონელებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში ჩეხეთთან 1:1 ითამაშეს. ჟელინსკის ავადმყოფობის გამო არ უთამაშია. პოლონელებმა E ჯგუფში დაასრულეს გამოსვლა. მათ 11 ქულა აქვთ და მესამე ადგილზე არიან. 10 ქულა აქვს მოლდოვას, რომელიც 20 ნოემბერს ჩეხეთში თამაშობს.

Piotr Zielinski of SSC Napoli battles for possession with Jerome Roussillon and Leonardo Bonucci of FC Union Berlin during the UEFA Champions League...

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.