Goga Bitadze heads to Orlando for a fresh start, signing with the MagicNBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა. ვნახეთ ის, რაც იშვიათად ხდება – ორივე ქართველი კალათბურთელი მოედანზე ვიხილეთ, მაგრამ ორივეს გუნდი დამარცხდა.

გოგა ბითაძის „ორლანდომ“ მორიგ მატჩში „დალას მავერიკსს“ უმასპინძლა და 102:117 წააგო. ჩვენებურმა ისევ სასტარტო ხუთეულში ითამაშა, მაგრამ, ამჯერად, ორმაგ დუბლს ვერ შეწვდა. თუმცა, ძირითადი ცენტრის, ვენდელ კარტერის ტრავმა ქართველი ლეგიონერის შანსია, რომელსაც გოგა ბითაძე კარგად იყენებს.

Could Sandro Mamukelashvili get his chance this year? - Sports Illustrated  Milwaukee Bucks News, Analysis and Moreგოგამ მოედანზე 22 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ 5-დან 3 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა. აღსანიშნავია, რომ „ორლანდო“ ბოლო მეოთხედის წინ მხოლოდ 3 ქულით აგებდა, მაგრამ ფლორიდელთა თავკაცი გადამწყვეტ მომენტში ჩვენებურს არ ენდო და ბოლომდე სკამზე დატოვა. ალბათ ინანა კიდეც, რადგან კალათბურთელებმა ვერ გაუმართლეს. „ორლანდო“ 4 მოგებითა და 3 წაგებით აღმოსავლეთში მე-6 ადგილზეა. „ორლანდო“ მომდევნო მატჩში, 10 ნოემბერს, „ატლანტას“ დაუხვდება.

„სან ანტონიო სფურსმა“ ინდიანაში „პეისერსთან“ წააგო – 111:152. აქ ჩვენებურის თამაშის საკითხი პირიქით გადაწყდა – მატჩის ბედი ჯერ კიდევ სამი მეოთხედის შემდეგ იყო გარკვეული, ამიტომ გრეგ პოპოვიჩმა ჩვენებურს ბოლო 8:49 წუთი დაუთმო, რა დროშიც 5 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მამუკელაშვილმა 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. „სან ანტონიო სპურსი“ 3 მოგებითა და 4 მარცხით დასავლეთში მე-12 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას 9 ნოემბერს, სტუმრად, „ნიუ იორკ ნიქსთან“ გამართავს.