წყალტუბოს ,,სამგურალის” მწვრთნელად 48 წლის უკრაინელი სპეციალისტი ოლეკსანდ პაკლონსკი დაინიშნა.
პაკლონსკის სამწვრთნელო კარიერა 2016 წელს ,,დნიპრო 2″- ში დაიწყო. 2017-2019 წლებში იგი ,,დნიპროს” ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი და მთავარი გუნდის მენეჯერი იყო.
2019 წელს ,,დნიპრო 1″-ის დუბლშემადგენლობას წვრთნიდა. 2020-2021 წლებში ,,ნიკოპოლს” ხელმძღვანელობდა. ბოლოს კი უკრაინულ ,,ვპკ-აგროს” თავკაცად მუშაობდა.
წყალტუბოს ,,სამგურალში” ოლექსანდ პაკლონსკის ასისტენტად ვასილ გიგიაძე იმუშავებს, რომელთან ერთადაც წლების წინ, ფეხბურთელობის დროს, ,,ტავრიასა” და ,,კრივბასში” თამაშობდა.
ვასილ გიგიაძის სამწვრთნელო გამოცდილებას რაც შეეხება, ახალგაზრდა სპეციალისტი, ქუთაისის ,,ტორპედოში”, ჯერ კახაბერ ჩხეტიანის, შემდეგ კი მიხეილ აშვეთიას ასისტენტად მუშაობდა.