„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ უპასუხა კითხვას, შესაძლებელია თუ არა „რეალის“ დამრიგებელ კარლო ანჩელოტისთან კონკურენცია ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებების კუთხით.
„ანჩელოტიზე ჩემპიონთა ლიგის უფრო მეტი ტიტულის მოგება? მას ამ მხრივ ვერ ვაჯობებ, რადგან ერთხელ მოვიგე ეს თასი, როგორც ფეხბურთელმა, მან კი ოთხჯერ. ანჩელოტის ვერ დაამარცხებ, როცა საქმე ჩემპიონთა ლიგის მოგებას ეხება. მე უფრო ახალგაზრდა ვარ, ასე რომ, მეტი დრო მაქვს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს არ არის ჩემი მიზანი,“- თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ ანჩელოტი პირველი მწვრთნელია, რომელმაც მოახერხა ჩემპიონთა ლიგის ოთხი ტიტულის მოგება – ორი ტიტული „მილანთან“ და კიდევ ორი მადრიდის „რეალთან“ ერთად. გვარდიოლამ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა – ორჯერ „ბარსელონასთან“ და ერთი „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად.