No description available.საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან მატჩის წინ „დინამოზე“ ივარჯიშა, მანამდე კი მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

  • 21-წლამდელების ევროპის ჩემპიონატი წარმატებული გამოდგა, საქართველოს ნაკრები ურთულესი ჯგუფიდან გავიდა და ეს უკვე დიდ წარმატებად მიმაჩნია. საწყენი იყო ისრაელთან პლეი ოფში წაგება. მთავარია, რომ ახალგაზრდებს შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მიეცათ. საზონოვი იტალიაში გადავიდა, კალანდაძე ეროვნულ გუნდში მოვიწვიეთ.
  • შესასრჩევ ციკლის მეოთხე მატჩში ესპანეთს ვუმასპინძლებთ ვიცით, რომ საქართველოში ამ შეხვედრასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინია. თუმცა ნაკრები ერთ დღეში არ აშენებულა. ესპანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მთავარია, მოთამაშეებმა ჩვენი დავალებები შეასრულონ.
  • ახალგაზრდულიდან ვინმეს ხომ არ მოვიწვევ კიდევ? ჩვენ გაისად ერთა ლიგის პლეი ოფში მოგვიწევს თამაში. ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის ესპანეთთან და ნორვეგიასთან თამაში შესანიშნავი გამოცდილება იქნება.
  • მიხარია, რომ ზაფხულში ბევრი კარგი ტრანსფერი იყო – მიქაუტაძე, საზონოვი და ჩაკვეტაძე კარგ გუნდებში გადავიდნენ, რაც ეროვნული გუნდისთვის ძალიან კარგი ამბავია. ეს ნიშნავს, რომ ევროპაში ქართველ ფეხბურთელებს ნდობით ეკიდებიან.
  • შოტლანდიასთან პენალტი კვარაცხელიამ შეასრულა და ვერ გამოიყენა, მაგრამ მას სრულად ვენდობი, ისევე როგორც მიქაუტაძეს და კიტეიშვილს, რომლებიც თერთმეტმეტრიანს ასევე კარგად ასრულებენ.