მოსაზრება: ნაპოლი ბრძნულად იქცევა კვარაცხელიას ხელფასს რომ არ უმატებს

Home აქეთურ-იქითური მოსაზრება: ნაპოლი ბრძნულად იქცევა კვარაცხელიას ხელფასს რომ არ უმატებს
მოსაზრება: ნაპოლი ბრძნულად იქცევა კვარაცხელიას ხელფასს რომ არ უმატებს

Alvino on the renewal of Kvaratskhelia: "Napoli have done a brilliant thing"არის ასეთი იტალიელი ჟურნალისტი კარლო ალვინო, რომელიც რადიო Kiss Kiss Napoli-ში მუშაობს და ამბობს, რომ „ნაპოლი” ბრძნულად იქცევა ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტს რომ არ უფორმებს.

„სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელთან კონტრაქტის ასეთ პირობებზე ჩაკეტვა ბრწყინვალე ნაბიჯია. კვარაცხელია მეტს იმსახურებს, მაგრამ აქ პირობებს „ნაპოლი” კარნახობს”, — თქვა ალვინომ.

იტალიელ ჟურნალისტს მიაჩნია, რომ ის, რასაც „ნაპოლი” კვარაცხელიას უკეთებს ბრძნული მენეჯმენტის მაგალითია.

„ფანები ასეთ მოქმედებას უნდა მიესალმონ, ნაცვლად იმისა, რომ სულ კრიტიკის განწყობაზე იყვნენ”, — დასძინა მან და გაიხსენა გაჭირვებაში მყოფი სხვა კლუბების მაგალითები:

„გამიგია, რომ ფინანსური პრობლემების გამო „სამპდორიამ” თავისი ლოგო გააქირავა. ასეთი რაღაცები შემაშფოთებელია. აქ, ნეაპოლში ეს ეტაპები გავლილი გვაქვს. კვარაცხელიასთან კონტრაქტის ასეთ თანხებზე გაფორმება გენიალურია. ხელშეკრულებას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში განაახლებენ”.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.