სერია A-ს ახალი სეზონი ხვიჩა კვარაცხელიასთვის მეორე ტურში დაიწყო, „სასუოლოსთან” შეხვედრაში, რომელიც „ნაპოლიმ” შინ 2:0 მოიგო. კვარაცხელია საქმეში 61-ე წუთზე ჩაერთო და მოედანზე შესვლიდან ორიოდ წუთში ჯოვანი დი ლორენცოს გოლი გაატანინა.
კვარაცხელიასთვის „სასუოლო” კომფორტული მოწინააღმდეგეა. მან ამ მეტოქის წინააღმდეგ უკვე მესამედ ითამაშა და ამ შეხვედრებში ორჯერ გოლი გაიტანა, სამჯერ კი საგოლე პასი გადააწოდა.
კვარაცხელიას გუშინდელ თამაშზე ყველას დაახლოებით ერთნაირი აზრი შეექნა. მოვიყვანოთ რამდენიმე შეფასება:
calciomercato (6,5 ქულა) – გასული სეზონის MVP-მ დი ლორენცოს ლაზათიანი საგოლე პასი მიაწოდა და თავისი ოსტატობის ამბავი ყველას მოედანზე შესვლისთანავე შეახსენა. ის საფინალო სასტვენამდე ხარისხიანად თამაშობდა და მართავდა შეხვედრას.
calcionapoli24 (7 ქულა) – კვარაცხელიას დახვეწილი საგოლე პასის შესასრულებლად ორი წუთი ეყო. ის სხვა ფეხბურთს თამაშობს. ოლივერას საჯარმოში მორიგი მწვავე პასი მიაწოდა და მეტოქის დამაბნეველ დრიბლინგსაც მიმართავდა. მან თავისი იდეებით „დიეგო მარადონა” გაანათა.
calcionapoli1926 (7 ქულა) – ის მოედანზე შევიდა თუ არა, დი ლორენცოს გიჟური საგოლე პასი მიაწოდა. მისი თამაში საშუალოზე მაღალი დონისა იყო.
flashscore-მა ქართველ გარემარბს 7,5 ქულა დაუწერა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/06/2026 | 15:02მოუ მენდეშთან შეკრულია?
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 11:13იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 09:37აფრიკის საუკეთესო მსაჯი მაიამის აეროპორტიდან გამოაბრუნეს
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 09:12ალეგრი მილანში გაიჭედა
