გია გეგუჩაძის წასვლის შემდეგ „ბათუმმა“ ახალი მთავარი მწვრთნელი მალევე დანიშნა – კლუბის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, გუნდს გორის „დილას“ ყოფილი დამრიგებელი, უკრაინელი სპეციალისტი ანდრეი დემჩენკო გაწვრთნის.
კლუბსა და მწვრთნელს შორის კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გაფორმდა.
შეგახსენებთ, რომ დემჩენკო „დილას“ 2021 წლის იანვრიდან წვრთნიდა, მანამდე ის უკრაინულ კლუბებში „მეტალისტი 1925“-სა და „ბუკოვინაში“ მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით გორული კლუბი ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.
ბათუმი ახალი მწვრთნელის დებიუტი კვირას, 27 აგვისტოს, „გაგრასთან“ მატჩში შედგება.